კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაექიმი განმარტავს, როგორ ამოვიცნოთ ანაფილაქსიის ნიშნები და როგორ მივხვდეთ, რომ მწერის ნაკბენი...

ექიმი განმარტავს, როგორ ამოვიცნოთ ანაფილაქსიის ნიშნები და როგორ მივხვდეთ, რომ მწერის ნაკბენი რთულდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს იმ საყურადღებო ნიშნებზე, რომლებიც ანაფილაქსიურ რეაქციაზე მიანიშნებს. ასევე, ასახელებს მწერების კატეგორიას, რომელთა ნაკბენიც ალერგიის განვითარების კუთხით განსაკუთრებით საფრთხილოა:

– ვიცით რამდენიმე ტიპის მწერი, რომლებიც განსაკუთრებულ ალერგიულ საშიშროებას წარმოადგენს. ესენია: ფუტკარი, ბზიკი და კრაზანა. დიდი მოცულობის მწერები საყურადღებოა. მცირედი დანესტვრა ქინქლით, რწყილითა და კოღოთი ადამიანისთვის იმდენად რისკის შემცველი არ არის. თუმცა, თუ მრავლობითი დაკბენაა, ბავშვს აწუხებს. შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განვითარდეს. ამიტომ, მთლად ნიველირებას არ ვუკეთებ, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო დიდი მწერების ნაკბენია. მათი დაკბენის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ ანაფილაქსიის ამომცნობი ნიშნები. 10 სმ-მდე ნაკბენი მაინც ლოკალურ, ადგილობრივ რეაქციად ითვლება. მაგრამ, თუ ნაკბენი კიდევ მეტად გაიზარდა ან ნაკბენისგან უფრო მოშორებულ ადგილზე ვითარდება, უფრო სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ანაფილაქსიური შოკი მაინცდამაინც გონების დაკარგვით მიმდინარე დაავადებაა. ეს ყველა შემთხვევაში ასე არ არის. მთლიანი ანაფილაქსიური რეაქციების 10%-ია ანაფილაქსიური შოკი, ანუ წნევის ვარდნა და გონების კარგვა. ანაფილაქსიაა დანარჩენი 90%, მაგრამ მას გონების კარგვა არ ახლავს. თუ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია მაქვს, მაქვს კანის რეაქცია. მაგრამ, თუ კანს რომელიმე სხვა ორგანოს ან სისტემის რეაქცია დაემატება, მაგალითისთვის, მუცლის ტკივილი, ღებინებისა და გულისრევის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელში მოჭერის შეგრძნება, ეს, რა საკვირველია, უკვე ანაფილაქსიაა. თუ ჩვენ გვაქვს ნაკბენი, ან საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, კანის რეაქციასთან ერთად, ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე, აქ სამედიცინო დახმარება აუცილებელია. მწერის ნაკბენის დროს შესაძლოა, რეაქცია 10-15 წუთში განვითარდეს. თუ საკვებით მოწამვლაზე ვსაუბრობთ, შოკის განვითარებამდე 30 წუთი მაინც სჭირდება, ამიტომ რეაგირების დრო არსებობს. თუ ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი იყო, ჯობს ასეთმა ადამიანებმა ექიმის რეკომენდაციების გარეშე სახლი არ დატოვონ და თან ყველა საჭირო პრეპარატი ჰქონდეთ. თუ არასდროს ჰქონიათ ასეთი რეაქცია, ყველა ადრენალინით ვერ ივლის. ამიტომ, თან გვქონდეს ანტიჰისტამინი, თუნდაც საინექციო ან დასალევი კორტიკოსტეროიდი, ცივის დადების გამოყენების რეკომენდაცია და ჩვევა და პრაქტიკულად, რეაქციათა უდიდესი ნაწილი ამით ჩერდება ხოლმე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  2026 წლის „მფარველი ციფრი“ - ასტროლოგები ასახელებენ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.