იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი, სადაც სუმოს ელიტა ვარჯიშობს. ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნება მე–15 საუკუნიდან გამოიყენება. სპორტსმენები დღეში 8000 კალორიას იღებენ და ჟანგბადის ნიღბებში იძინებენ, შემოხვეული ნაჭრით დადიან და ცდილობენ, მეტოქე რინგს გადაღმა გადააგდონ.
მებრძოლები ყოველ დილით 3 საათის განმავლობაში ილეთებს ვარჯიშობენ, 10:30 საათზე, ვარჯიშის დასრულებისას, ავტოგრაფებს არიგებენ და ფოტოებისთვის პოზირებენ, როგორც ნამდვილი ვარსკვლავები. შემდეგ განრიგში პირველი კვებაა.
სუმოს მებრძოლს სუმოტორს ან რიკისის (პროფესიონალური სუმოს მებრძოლი) უწოდებენ.
ნაადრევი სადილი, რომელსაც ტაძარში უმცროსი მებრძოლები ამზადებენ, მოიცავს წვნიანს ღორის ფეხებით, შემწვარ სარდინს, ორთქლზე მოხარშულ ბრინჯს და ქოთანში მომზადებულ ტიანკონაბეს (ბევრი ინგრედიენტისგან, ძირითადი, ცილოვანი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი).
ამჯერად ბუდისტურ ტაძარში 11 ადამიანი ვარჯიშობს. სადილის შემდეგ მებრძოლები რამდენიმე საათით იძინებენ ჟანგბადის ნიღბებში, რომ სუნთქვა გაუმარტივდეთ.
იყო სუმოს მებრძოლი, ნიშნავს, ჭამო, იცხოვრო და ისუნთქო, როგორც იაპონელმა, ჩვევებით და ტანსაცმლით დაწყებული და მკაცრი იერარქიით დასრულებული.
სუმო ტრადიციულად იაპონური სპორტის სახეობაა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მეტი უცხოელი მებრძოლია, ძირითადად, მონღოლები, რომლებსაც იაპონურ კულტურაში შერწყმა უჭირთ.
„ენა მთავარი პრობლემაა, ვერც კი ვხვდებოდი, საყვედურს მეუბნებოდნენ თუ ქებას მასხამდნენ“ – ამბობს ტომოზუნა ოიაკატა, ცნობილი ფსევდონიმით კიოკუტენჰო, მონღოლური წარმოშობის მებრძოლი და მწვრთნელი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო იმ ექვს მონღოლ სპორტსმენებს შორის, რომლებიც 1992 წელს მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები