პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიგანათლება98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა

98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა

სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს ვარკეთილში, 146-ე საჯარო სკოლაშიც. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.

განცხადება გაავრცელა 146-ე სკოლამაც. როგორც სკოლაში აცხადებენ, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, – ნათქვამია 146-ე საჯარო სკოლის განცხადებაში.

მანამდე სამართალდამცველები მუშაობდნენ ავლაბარში, 98-ე საჯარო სკოლაშიც.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წყლიდან ბაქტერიების შეღწევას ვერც ერთი საცურაო კოსტიუმი ვერ შეუშლის ხელს... - როგორ მოვამზადოთ ბავშვი ზღვაზე ან დიდი აუზზე პირველი ვიზიტისთვის
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი