სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც...

„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც მოსათხოვია…“

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია.


„საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია. ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონული ჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!

პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა.

ვაქცინაციის ჩავარდნას რაც შეეხება – რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ ვაქცინაციის პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩვენთან თითქოს ყველა პასუხისმგებელია და სინამდვილეში – არავინ. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“, რომელმაც საქართველოს თანხა გამოუყო ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად. 82-მა ინკოგნიტო ექსპერტმა „ვაქცინაციის გეგმა“ რომ დაწერა, გასაგებია, ფული გააკეთეს, მაგრამ შედეგი?! გეგმა კი არა, სადღეგრძელოა.

იცით, რაზე ვგიჟდები?! საქართველოში მაინც ყველაფერი გასდით. ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს ჭკუას გვარიგებენ. როცა სათავეში იყავით, რატომ არ აამუშავეთ ელექტრონული ჯანდაცვა, რომელიც აშშ-ის დახმარებით გაკეთდა?!“


მისი თქმით, ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.


„ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.

ჩინურ ვაქცინებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩინური ვაქცინები არის „პლაცებო“. თუ უნდათ, დამბლოკონ, ტყუილს ვერ ვიტყვი, მე დამოუკიდებელი ვარ, სიმართლეს ვლაპარაკობ. ამის გამო ზოგჯერ ფინანსურად კარგ კონტრაქტებზეც უარს ვამბობ.

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ.

სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო.

ევროპაში პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ ვისაც აქვს გაკეთებული, მეორეს „ფაიზერს“ უკეთებენ.

ჩემი რეკომენდაცია – თუ გაიკეთეთ ვაქცინის პირველი დოზა, მეორეც აუცილებლად გაიკეთეთ. თუ იმავე ვაქცინის მეორე დოზა გაწყდა, როგორც, მაგალითად, ახლა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია, მეორე დოზად მოითხოვეთ მხოლოდ „ფაიზერი“!

„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც მოსათხოვია, იმას არ ითხოვთ. პარლამენტში სისულელეებზე ლაპარაკობენ, ამოვარდნილი არიან რეალობიდან. ქვეყანაში მოითხოვეთ “ფაიზერი“, ესაა პრობლემა!“-ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანტიბიოტიკების კრიზისს გადამწყვეტი პასუხი? ახალი ვაქცინის კონცეფცია

ანტიბიოტიკების კრიზისს გადამწყვეტი პასუხი? ახალი ვაქცინის კონცეფცია

აპრილი 8, 2025
დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია! – რას წერს გიორგი ფხაკაძე

დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია! – რას წერს გიორგი ფხაკაძე

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი