28/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებდა:
„მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება. არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.
როცა კეთდება ვაქცინა, ექვსი თვის შემდეგ ხელახლა არის ვაქცინა გასაკეთებელი!
„ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან ხუთი თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა. ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოთ, 1 თვე გაქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებ ვაქცინის ერთ დოზას, შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოთ 2 დოზა.
კოვიდი ვინც გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5-დან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ, შემდეგ კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის შემდეგ, მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. მე არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან.
ისრაელის სამედიცინო ბარათი მაქვს ნანახი, პირველი დოზა, მეორე დოზა და მითითებულია სადამდე არის ვაქცინა ვალიდური და მითითებულია 5 თვე. მე კი არ ვიგონებ?!“
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო. შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, ყოველწლიურად იყოს საჭირო. ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა განაცხადა.
-„უახლესმა კვლევებმა აჩვენა, -დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მცირდება, იმუნიტეტის გასძლიერებლად მესამე დოზა დაგვჭირდება, რათა მისი მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ“, – ამბობს კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი.
15 აპრილს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, – შეიძლება, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდეს საჭირო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze