შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedროდის ველოდოთ კოვიდ-ვაქცინას 14 ოქტომბერი 2020,

როდის ველოდოთ კოვიდ-ვაქცინას 14 ოქტომბერი 2020,

14.10.2020 ajaratv.ge


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ორმა მსხვილმა კომპანიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ და “ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ჩავარდა. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და ის მზად სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება. ჯანდაცვის ექსპერტთან ინტერვიუ მაუწყებელმა რამდენიმე საათის წინ ჩაწერა, სადაც მან პანდემიასთან მსოფლიო ბრძოლის მიმდინარე ეტაპები მიმოიხილა.

გიორგი ფხაკაძე საუბრობს დეზინფორმაციის შესახებაც და გვირჩევს, რომ დადებითი მოლოდინების შექმნის მიზნით, ასეთი სახის ახალ ამბებს არ უნდა დავეყრდნოთ და ამ შემთხვევაში სარწმუნო მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. ექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა,რომ ვატაროთ პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.



თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/65855

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ...
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი