პარასკევი, აპრილი 18, 2025
მთავარიUncategorizedის არის დეზერტირობის ხელშემწყობი, სირცხვილია…- ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

ის არის დეზერტირობის ხელშემწყობი, სირცხვილია…- ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

04/12/2021


„ყველა, ვინც ეხმარებით მთავრობას „მწვანე პასპორტის“ რეალურად ამოქმედებაში, ხართ მონები, შეშინებული და დაჩმორებული მონები“ – „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ამ განცხადებას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.


„ყველაფერს აქვს საზღვარი. ოღონდ მართლა. ანტივაქსერების ელექტორატის (ამომრჩევლების 60%) მონები როგორ უნდა იყოთ. როცა ხარ პოლიტიკური პარტია, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დააყენო პირველ რიგში და მერე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

„თავისუფლებას“ და „ლიბერალიზმს“ ამოფარებული ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ. ამაზრზენია. ანუ საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრიაში და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყნებში მონები არიან? ისე რომ იცოდეთ, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყანაში „მწვანე პასპირტები“ არ არის… ანუ ზიმბაბვეში არიან „თავისუფლები“ და შვეიცარიაში „მონები“.

სამამულო ომში საყოველთაო მობილიზაცია რომ ცხადდება, ყველა უნდა წავიდეს: დიდი, პატარა, ქალი და კაცი, რომ დაიცვას სამშობლო. დღეს ვართ ბიოლოგიურ ომში, შეიგნეთ ეს, და ამ ომში საყოველთაო მობილიზაცია არის საჭირო.​ ვინც ეწინააღმდეგება საყოველთაო მობილიზაციას და „მწვანე პასპორტს“, ის არის დეზერტირობის ხელშემწყობი შუა ომში, სირცხვილია“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/is-aris-dezertirobis-khelshemtskobi-sirtskhvilia-visze-tsers-giorgi-fkhakadze/



author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „სიცოცხლის ფასს მანამდე ვერ იგებ, სანამ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ...
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE