01/10/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე უკვე რამდენიმე დღეა სამშობლოში იმყოფება. ორწლიანი განშორების შემდეგ, ყველა იმ ადამიანს მოინახულებს, რომელიც მოენატრა. მოგზაურობას გეგმავს რამდენიმე რეგიონში.ამ ყველაფრისთვის კი ერთი თვე აქვს, მერე ისევ საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს და აქტიურად შეუდგეს მუშაობას.
„პრაიმტაიმთან“ საუბარში იხსენებს იმ დღეს, როდესაც სამშობლოში დაბრუნებული პირველად გავიდა ქუჩაში.
„საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს, როდესაც გარეთ გავედი, ქუჩაში ადამიანები უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც დავაშავე. ადრე ასე არ იყო. როგორც ჩანს სოციალურ ქსელში ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე დღეს უკვე ბევრი ადამიანი მცნობს. ადრე ძირითადად აკადემიური სფეროდან პროფესორები, ექიმები, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები მცნობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პირბადით დავდივარ, მაინც მცნობს. მეკითხებიან, თქვენ ბატონი გიორგი ფხაკაძე ბრძანდებით?! რამოდენიმე საინტერესო საუბარში შედგა სრულიად უცნობ ადამიანებთან. მთხოვენ „სელფების“ გადაღებას.
უარს არ ვეუბნები, მაგრამ სოციალური დისტანციას მაინც ვიცავთ. ერთმა ქალბატონმა მითხრა, ბატონი გიორგი, ძალიან მაბრაზებთ, მაგრამ მაინც მიყვარხართო. უამრავ კითხვას მისვამენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მეც ვუხსნი მათთვის გასაგებ ენაზე, რა და როგორ.“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil