Amazon-მა Games Workshop-თან „ვორჰამერ 40,000“-ის ეკრანიზაციაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ჰენრი კავილი

Amazon-მა და Games Workshop-მა თამაშის „ვორჰამერ 40,000“ ადაპტაციასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტრიმინგ-სერვისმა თამაშის გმირებისა და სიუჟეტების სატელევიზიო და კინოპროექტებში გამოყენების უფლება მიიღო. ამასთან, დადასტურდა რომ ბრიტანელი მსახიობი და „ვორჰამერის“ დიდი თაყვანისმცემელი ჰენრი კავილი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება და ასევე ეკრანიზაციებშიც გამოჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ უცნობია რომელ გმირს განასახიერებს.

„ახლა ყველაზე სახალისო ნაწილი იწყება: ჩვენს პარტნიორებთან კრეატიულ დეტალებზე მსჯელობა და პირველი სცენარის დაწერა. „ვორჰამერის“ რომელი ისტორიები უნდა მოვყვეთ თავიდან? კინოთი დავიწყოთ თუ სერიალით? ორივეთი?!“ – აღნიშნულია Games Workshop-ის განცხადებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თამაშის ეკრანიზაციაზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაკეთდა. ამის შემდეგ Amazon-ი და Games Workshop-ი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობდნენ. Warhammer 40,000 კომპანიის Games Workshop მიერ შექმნილი​ სამხედრო-ტაქტიკურ თამაშშია, რომელშიც ბატალიები 41-ე ათასწლეულის გამოგონილი მსოფლიოს არმიებს შორის მიმდინარეობს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze  #sheniganatleba

📍 თბილისის მერია

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. Amazon-მა Games Workshop-თან „ვორჰამერ 40,000“-ის ეკრანიზაციაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/amazon-%e1%83%9b%e1%83%90-games-workshop-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0-40000-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94/
sheniganatleba.ge
READ  ვინ არის ხალხი, რომელიც 100 წელზე მეტია მიწის ქვეშ ცხოვრობს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network