FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

FBI-ის ელექტრონული საცავში ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა თუ კრიმინალებზე ადრე გასაიდუმლოებული და დავიწყებული ათასობით დოკუმენტი ინახება. ასეთ დოკუმენტებს მხოლოდ ამ ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ ამ პლატფორმაზე 22-გვერდიანი ფაილი გამოქვეყნდა იეტის, იგივე თოვლის კაცის, შესახებ.

ამ მითურ არსებას ბუნდოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევენ, რომ იეტი ნახევრად ადამიანია, ნახევრად კი — ცხოველი. ის ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. თოვლის კაცმა ფანატიკოსებში ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესში დიდმა თაყვანისმცემლებმა მთავრობაც კი ჩარიეს.

FBI-ის საცავზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფაილში ძირითადად 1976-1977 წლების მიმოწერაა ასახული; იეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, პიტერ ბერნმა, FBI-ს თმის უცნაური ნიმუშის შემოწმება სთხოვა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თავდაპირველად ბიურომ ნიმუშის შესწავლაზე უარი განაცხადა, რადგან მათი ლაბორატორია მხოლოდ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობდა. მოგვიანებით ცნობილმა გაზეთებმა, მათ შორის New York Times-მა Washington Star-News-მა, ამ მოვლენის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს, რის გამოც FBI ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მოვიდა, რომელიც შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის სამწუხარო აღმოჩნდა — კვლევამ დაადგინა, რომ თმის ნიმუში სინამდვილეში ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ამ იმედგაცრუების მიუხედავად, იეტის ფანატიკოსები გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს არ ენდობიან, ბევრი მათგანი კი ძიებას კვლავაც აგრძელებს.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
READ  Google-მა წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის