ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedმესამე ტალღა აპრილამდე იქნება თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, გააკეთონ სუბსიდირება, რომ...

მესამე ტალღა აპრილამდე იქნება თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, გააკეთონ სუბსიდირება, რომ პირბადე

09/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ინფიცირების მესამე ტალღას, მათემატიკური გათვლებით, აპრილში პროგნოზირებს, თუმცა, მისი თქმით, თუ საზოგადოებისთვის პირბადის ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა, ის შეიძლება უფრო ადრე დადგეს.


“მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში.


მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ.”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mesame-talgha-aprilamde-iqneba-tu-swor-gadawyvetilebas-ar-mivighebt-gaaketon-subsidireba-rom-pirbade-5-tetri-ghirdes-giorgi-fkhakadze



author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  როგორ იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო უფასოდ, ან ბიუჯეტურ ფასად
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი