შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedგიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია - ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

16/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კორონავირუსთან დაკავშირებით და წერს, რომ ამგვარად პასუხობს უამრავ კითხვას, რომელიც პირადად მისდის.


გიორგი ფხაკაძე:


„ყოველდღე 1000-ობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
✅ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:


ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) – საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️


ამავე ვაქცინის პირველი ინიექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ, უფრო საშიშია❗️


დასკვნა:


მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგი, 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება ❗️


მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგი, 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება ❗️


✅ყველა დანარჩენისთვის ფაიზერი უსაფრთხოა.


წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ, არავინ არ კითხულობს მაინც)“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadzis-rekomendacia-vistvis-ar-sheidzleba-faizeris-vaqcinis-gaketeba



author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - „არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს...“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი