კვირა, აპრილი 20, 2025
spot_img
მთავარიUncategorized“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.


საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.


ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.


საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.


ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი