ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedფასდაკლებული მედიკამენტების რაოდენობა 2300-მდე გაიზარდა

ფასდაკლებული მედიკამენტების რაოდენობა 2300-მდე გაიზარდა

24/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პრერმიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.


არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.


ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.


რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.


მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:


https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს – ვის შეხვდა გიორგი ფხაკაძე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი