შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„არავინ ლაპარაკობს, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებისთვის ეს ვაქცინა...

„არავინ ლაპარაკობს, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებისთვის ეს ვაქცინა…

29/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველო დგას ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის ხარისხი. ადამიანებმა უნდა მიიღონ უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი ჯანდაცვა.

არავინ ლაპარაკობს, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებისთვის ეს ვაქცინა კარგია თუ ცუდი? პრიორიტეტი რაც არის ქვეყანაში, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

მე ვაქცინებზე აღარ ვილაპარაკებ. ვილაპარაკებ ჯანდაცვის საკითხებზე, რომელიც არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ჯანდაცვის სისტემის ხარისხი“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  The Dangers of Eating too Much Restaurant Food
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი