ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedსაქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით

საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით

 თბილისში საქართველოს გაეროს ასოციაციისა ( UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია) და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) საერთო კონფერენცია „The Partnership for Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs“ მიმდინარეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

„კონფერენციის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას კერძო და არასამთავორობო სექტორის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიის “Access to Healthcare for Vulnerable Groups: Promising International Practice and Private Sector Medical Outlook” მოდერატორი იყო საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, ნინო კიკნაძე.

მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ანელის მომხსენებლები იყვნენ ჯანდაცვის ასოციაციის წევრები:

გიორგი ამბროლიანი, სათემო კლინიკების დეპარტამენტის უფროსი EVEX-ის კლინიკაში;

ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ირაკლი მირზიკაშვილი, EKIMO-ს აღმასრულებელი დირექტორი;

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი, ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  2300-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი