„ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის… რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“

„ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის… რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“ | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
პეტრე კოლხი

„ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს”, ან ,,ჩიზ ქეიქს,” – დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

“ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.–

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია… ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის…

ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მიუწვდომელი იქნებიან, ბიჭები უფრო დააფასებენ…

ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა…

ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის” ქურთუკით, თუ სხვას სცივა…

ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისთვის მიუღებელია…

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა…

ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ…

ასწავლეთ, რომ უპატრონო საფლავებს მოუარონ…

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge
ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ…

ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ…

ასწავლეთ… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!..” – წერს პეტრე კოლხი.

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). „ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის… რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“. 31 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/ასწავლეთ-შვილებს-რომ-ყვ/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  რა მოხდება თუ ყალბ ფულს გამოიყენებ - როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან

შენი განათლება. (2026). „ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის… რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“. 31 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/ასწავლეთ-შვილებს-რომ-ყვ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის… რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a7%e1%83%95/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network