პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedსაფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა მას შემდეგ გაუქმდა, რაც დაზარალებულმა ძალადობა უარყო.

დაკავებული ქალის დედა „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ კაცი მის შვილზე ძალადობდა და წყვილს შორის ხშირად კონფლიქტი იყო. როგორც ქალი ამბობს, კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და  ვარაუდობს, რომ გარდაცვალების მიზეზი შეიძლება აღნიშნული გამხდარიყო.

„ინვალიდი შვილი ჰყავდათ და იმის თაობაზე წავიდნენ.თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, არ აყენებდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფული მოიტანე, იმას დაესესხე, იქიდან მომიტანე, აქედან მომიტანე და სულ ჩხუბი და რაღაცა ჰქონიათ.

დამტკიცებული ბრალი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათას დარდ და პრობლემა გადავლილი და როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა, დაამტკიცებს ალბათ გამოძიება. გაქცეული არსად არ ყოფილა, ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი და ის გარდაცვლილი იყოო.

მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე, არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვების წინაშე რა უნდა ვთქვა. ბავშვები გადაყვანილები არიან თავშესაფარია, თუ რა ჰქვია, არ ვიცი, ამ წუთს არის ყველა ერთად.

ეს ცხონებული წასული ყოფილა სახლიდან, ჩემმა შვილმა ორი ბავშვი გაიყოლა და სულ უფროს ბიჭს ავადმყოფები დაუტოვა, დაეძებდა ქუჩა-ქუჩა, რომ ნარკოტიკებზე იყო წასული იცოდა თურმე და ჩვენთან ამას მალავდა“. – ამბობს დაკავებული ქალის დედა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი