შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorized"3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და...

“3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად…“ – რას წერს საკუთარ დაბადების დღეზე მიხეილ სააკაშვილი

“მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი.საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით; როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა. როგორია დღეს ჩემი ცხოვრება?

ყოველდღე ჩემი 77 წლის დედა მინიმუმ ორსაათიან გზას გადის მანქანით, რათა საკვები მომიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უჭირს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს თავისი მძიმე მდგომარეობა და აქეთ გამამხნევოს, დილაობით ყოველთვის ღიმილით შემოდის პაკეტით ხელში. ის ჩამოსული იყო კიევში, რათა დავერწმუნებინე და გადამეფიქრებინა ჩემი განზრახვა. მე გავეპარე სახლიდან და მაინც წამოვედი. მთელი ეს თვეები და წლებია ერთხელაც არ მომისმენია მისგან საყვედური.

ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა.

მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.

3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ „ცუდი კაცები“ მიშლიან ხელსო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაშვებულ ადამიანთა წრე უკიდურესად შეზღუდულია და ტელეფონების ზარები აკრძალული მაქვს, მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ასობით ათასი ადამიანი საქართველოში და უკრაინასთან ერთად მილიონობით ადამიანი თანამიგრძნობს და მიჭერს მხარს. სწორედ ამან გადამატანინა ფიზიკური ძალადობა, მოწამვლა, ცხოვრების რიტმის მკვეთრი ცვლილება.ბევრი რაღაც უფრო კარგად დავინახე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გამიცრუა იმედი და პირიქით, ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი და სასიამოვნოდ გამაოცა. გამოჩნდნენ ახალი მხარდამჭერები და მეგობრებიც. მე ძალიან მითბობს გულს, თუ როგორ დამიდგა გვერდზე უკრაინა, მისი ლიდერი და უამრავი უკრაინელი. სასიამოვნოდ გავოცდი, თუ რამდენი პოზიტიური სტატია დაიწერა მსოფლიოს პრესაში ჩემზე და ჩვენს რეფორმებზე. ძალიან სერიოზული მსოფლიო მოღვაწეების მიერ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გულშემატკივარი მყავდა მსოფლიოში, ვიდრე წარმომედგინა და იმედი მაქვს, რომ ეს ეხმარება ჩემს სათაყვანებელ საქართველოსაც.

ახლა 56 წლის ვარ. თავს აბსოლუტურად ისევე ახალგაზრდულად ვგრძნობ, როგორც 2021-ში. მე ვიცი, რომ საქართველოს მტერს ჩემი განადგურება სურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ეს არ გამოუვიდეს. რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას. ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც გაიარა, რამდენიც შეძლო და ახლა გაივლის იმდენს, რამდენიც საჭიროა თითოეული ქართველისა და უკრაინელის გასამარჯვებლად.

მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი“, – წერს სოოციალურ ქსელში საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 21 დეკემბერს 56 წლის გახდა.

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი