შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedხელფასი 1530 ლარია - საინტერესო შეთავაზება დასაქმების მსურველებს

ხელფასი 1530 ლარია – საინტერესო შეთავაზება დასაქმების მსურველებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

უწყების ინფორმაციით,  იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება, 45 წლის ჩათვლით.

საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად თქვენ გაივლით შემდეგ ეტაპებს:

• რეგისტრაცია

• სამედიცინო შემოწმება

• საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT- 2თვე) BCT კურსის განმავლობაში, მიიღებთ ანაზღაურებას თვეში 500 ლარის ოდენობით.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.ერთჯერადი დანამატები შეადგენს: პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები):

2-წლიანი კონტრაქტისას – 6 000 ლარს, მეორე 4-წლიანი კონტრაქტისას – 16 000 ლარს;

უმცროს ოფიცერთათვის – პირველი 5-წლიანი კონტრაქტისას – 10 000 ლარს;

მეორე 5-წლიანი კონტრაქტისას – 20 000 ლარს. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში… წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი