შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedსასწაული, რომელიც ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში შეემთხვა

სასწაული, რომელიც ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში შეემთხვა

ტარიელ ხარხელაური დღეს სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში – იგივე ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!

სასწაულის შესახებ, გაოგნებულმა პოეტმა “პრაიმტაიმს”უამბო.

ტარიელ ხარხელაური: ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნაზე გახლდით სტუმრად მიწვეული. ბავშვებთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი…

უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ  აინთებოდა! ალი ავარდა!

ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე…

საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიმართავს უფლისთვის. სამყაროსთვის და ქვეყნისთვის შევთხოვ ხოლმე. მაგრამ დღეს რაც მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გაოცებულიც ვარ და დათრგუნულიც, რადგან მე ამის მოლოდინი არ მქონია. ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის მომსწრე გავხდი! სრულად წაიკითხეთ აქ

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი