კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedიაპონიის ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა და მალე ზედაპირზე დაჯდომას შეეცდება

იაპონიის ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა და მალე ზედაპირზე დაჯდომას შეეცდება

იაპონიის კოსმოსური ზონდი SLIM-ი მთვარის ორბიტაზე შევიდა და მის ზედაპირზე დასაჯდომად ემზადება, რასაც 2024 წლის იანვარში შეეცდება.

აპარატ SLIM-ს ზედმეტსახელად „მთვარის სნაიპერს“ უწოდებენ, რადგან შეუძლია მთვარის ზედაპირზე შერჩეულ კონკრეტულ სამიზნესთან 100 მეტრის რადიუსში დაჯდეს.

წარმატების შემთხვევაში, იაპონია მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე ხომალდი დასვა — აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) განცხადებით, SLIM-ი მთვარის ორბიტაზე 25 დეკემბერს გავიდა.

„ტრაექტორია ისეთია, როგორც დაგეგმილი იყო და რაიმე ხარვეზი არ ფიქსირდება“, — წერს სააგენტო.

ხომალდი მთვარის ზედაპირისკენ 20 იანვარს ჩაეშვება და თუ ყველაფერი წავიდა, ზედაპირზე 20 წუთის შემდეგ დაჯდება. ზონდი რაკეტა H-IIA-ით სექტემბერში გაუშვეს.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია მთვარის ზედაპირზე უპრეცედენტო სიზუსტით დაჯდება.

ხომალდი აღჭურვილია სფერული ზონდით, რომელიც სათამაშოების კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის ჩოგბურთის ბურთზე ოდნავ დიდია და მთვარის ზედაპირზე მოძრაობისას ფორმის შეცვლა შეუძლია. სრულად

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი