დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებითაა შედგენილი.
როგორც “ინტერპრესნიუსთან“ ხუტაშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს.
გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, კონკრეტული პიროვნება შემთხვევის ადგილიდან როგორ გარბის.ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.