შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedმკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი...

მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება – გიული ჩოხელის სიყვარულის ამბავი

ჯაზმომღერალი გიული ჩოხელი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მისი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელზე ისაუბრა.

გიული ჩოხელმა ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების სიყვარული იპოვა.

„მოსკოვში ახალი წლის კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კონცერტის შემდეგ სუფრაზე მიგვიპატიჟეს. მე მოვიწყინე, არ მომწონდა სიტუაცია. უეცრად შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით კაცი. შემომთავაზა, რომ გვემღერა, მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო და ვკითხე, თქვენ უკრავთ-მეთქი? სიცილი დაიწყეს, ეს ცნობილი ჯაზმენიაო. მოკლედ ბორის რიჩკოვმა დაუკრა და მაგრად „გავახურეთ“.

შემდეგ ვისაუბრეთ, მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. გამაცნო დედა, ულამაზესი ქალბატონი…დავქორწინდით და 14 წელი ვიყავით ერთად“. – იხსენებს გიული ჩოხელი.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

READ  „პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს“- ივანე ჩხაიძე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი