სამშაბათი, მარტი 11, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedგარდაიცვალა პოლიციელებისა და განგსტერებისთვის ერთნაირად საყვარელი პისტოლეტის გამომგონებელი

გარდაიცვალა პოლიციელებისა და განგსტერებისთვის ერთნაირად საყვარელი პისტოლეტის გამომგონებელი

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ავსტრიელი ინჟინერი გასტონ გლოკი – პისტოლეტის გამომგონებელი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა იარაღის ინდუსტრიაში და რომელსაც იყენებდნენ პოლიციელები, განგსტერები, ჰოლივუდური ფილმები და ექსტრემისტული დაჯგუფებები. „ეძღვნება გასტონ გლოკის ხსოვნას: 07/19/1929 – 12/27/23. სრულყოფილება გრძელდება“, – იარაღის ცნობილი მწარმოებლის ფოტოსურათის გვერდით, შავ ფონზე, ასეთი წარწერა გააკეთა თავის ვებგვერდზე კომპანია „Glock GmbH“-მა. გლოკის ნახევრად ავტომატური პისტოლეტის შემქმნელი ცხოვრებაში ისეთივე შეუმჩნეველი იყო, რამდენადაც ცნობილი. ვიდრე იარაღის პროტოტიპებს შექმნიდა, გასტონი ვენაში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობდა. 1980-იანი წლების დასაწყისში, ის ხელმძღვანელობდა ქარხანას, რომელიც დანებს და საფარდე კარნიზებს ამზადებდა. სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა გლუკმა, რომ ავსტრიის არმიის შეიარაღების მოდერნიზაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიეღო მონაწილეობა.

1982 წელს გასტონ გლოკმა ეს ტენდერი მოიგო, რადგან მის მიერ წარდგენილი იარაღი იყო უფრო იაფი, მსუბუქი, ადვილად დასაშლელ-ასაწყობი და მეტ ტყვიას ისროდა, ვიდრე მისი კონკურენტების მიერ შეთავაზებული ნიმუშები. ამის შემდეგ, დოიჩ-ვაგრამში (ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრია) მდებარე მისი კომპანია იარაღის მსოფლიო ბაზრის დაპყრობას იწყებს. „გლოკი, რომელსაც იარაღის შესახებ არანაირი ცოდნა არ ჰქონდა, შეიძლება შევადაროთ სტივ ჯობსს, რომელმაც „ეფლის“ (Apple) პირველი პროდუქტი თავის ავტოფარეხში მოიფიქრა“, – განაცხადა 2018 წელს „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოკუმენტური ფილმის, „არჩევანის იარაღის“ რეჟისორმა, ფრიც ოფნერმა.

იარაღი, რომელიც პოლიციელებსა და განგსტერებს ერთნაირად უყვართ

ეს იარაღი პოლიციელებისა და განგსტერებისთვის ხატად იქცა, ჰოლივუდმა და ჰიპ-ჰოპმა კი ის მითად აქცია. არსებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების პოლიციის თანამშრომლების 80% „გლოკით“ არის აღჭურვილი. ბრიუს უილისი მას ქება-დიდებას ასხავს ფილმში „კერკეტი კაკალი 2“, იგივეს აკეთებს „აშშ-ს მარშლებში“ („U.S. Marshals“) ტომი ლი ჯონსი, რომელიც ასევე მონაწილეობს ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმებში. მაგრამ წარმატებას თავისი რისკები ახლავს თან.

1999 წელს ერთ-ერთი ფრანგი ყოფილი მოჭიდავე შეეცადა, გლოკი ავტოსადგომზე სასიკვდილოდ ეცემა. მასზე თავდასხმის ბრძანება კი გასცა ჩარლზ ევერტმა – გლოკის ყოფილმა თანამოაზრემ, რომელიც გასტონს უთანხმოების გამო დაშორდა. იარაღის მაგნატი ცოცხალი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, ევერტს და თავდამსხმელს კი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს, 82 წლის ასაკში, გლოკი თავის მეუღლეს, ჰელგას დაშორდა, რომელთანაც, მილიონობით ევროს თაობაზე, მწვავე სამართლებრივი დავა ჰქონდა.

ამის შემდეგ, მისი სამი შვილის (ორი ვაჟი და ერთი გოგონა) დედა მისივე კოლეგა-მეწარმის თანამშრომელთან, მასზე 50 წლით უმცროს კატრინ ჩიკოფთან გადავიდა საცხოვრებლად. გლოკის მიერ შექმნილი იარაღის ირგვლივ რამდენჯერმე ატყდა ხმაური – ნორვეგიელმა ნეონაცისტმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა „გლოკის“ ტიპის პისტოლეტი 2011 წელს, კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდული ბანაკის 69 წევრის მოსაკლავად გამოიყენა. „გლოკი“ თან ჰქონდა ერაყის ყოფილ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს, როდესაც ის ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს, „ისლამური სახელმწიფო“ კი ამ იარაღს პროპაგანდისტულ ვიდეოებში იყენებს.

გასტონ გლოკმა წააგო სასამართლო პროცესი არასამთავრობო ორგანიზაცია „ემნისტი ინტერნეიშენალთან“ (Amnesty International), რომელმაც იარაღის მაგნატს სუდანელ მეამბოხეებს შორის მის მიერ წარმოებული იარაღის დიდი რაოდენობით კონცენტრაციის გამო უჩივლა. მილიონერმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო საცხენოსნო სპორტში, როდესაც სამხრეთ ავსტრიაში უზარმაზარი კომპლექსი გახსნა. ამ კომპლექსში აღლუმებს აწყობდნენ ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები, მათ შორის სამი მინისტრი, რომლებიც ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) წევრები არიან. თუმცა, იარაღის მწარმოებელმა უარყო, რომ მან ეს პარტიული ორგანიზაცია ფარულად დააფინანსა, როგორც ამას FPÖ-ს ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამტკიცებდა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

11 March, 2025
გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

მარტი 11, 2025
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

11 მარტი 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

მარტი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი