მომღერალმა ლელა წურწუმიამ „შენ დილაში“ ისაუბრა რა მოხდა ერთხელ ახალ წელს.
ლელა წურწუმიამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 20 წელია, ქუჩაში ან სხვადასხვა ლოკაციაზე ხვდება ახალ წელს.
„მომრერალი ვარ და შესაბამისად ყოველთვის მიწევს, ახალი წლის სამუშაო პირობებში შეხვედრა.
ყველა ახალ წელს აქვს თავისი განსაკუთრებულობა, თუმცა იუმორის გარეშე ახალი წელი არ არსებობს. დაახლოებით 15 წლის წინანდელ ამბავს მოვყვები.
თავისუფლების მოედანზე იყო დიდი კონცერტი, უცხოურ ჰიტებს ვასრულებდით მომღერლები. შერის რეპერტუარიდან ვმღეროდი სიმღერას, და ალბათ ახსოვს მაყურებელს, ბუმბული მეკეთა თავზე და შავი კაბა მეცვა. მოკლედ სერიოზული ნამუშევარი იყო.
დადგმული იყო ისე ყველაფერი, რომ როგორც კი ახალი წელი დადგებოდა, პირველი ნომერი ჩემი უნდა ყოფილიყო.
ოღონდ ამას წინ უსწრებდა ქართველი თოვლის ბაბუა, რომელიც სვანეთიდან ჩამობრძანდა. მილოცვა იყო და შემდეგ ლაპლანდიიდან მოდიოდა სანტა კლაუსი. სანტა კლაუსი შემოაგრიალეს დიდი ციგით. თან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მე ვერ ვიშლებოდი წელში, რადგან ეს ბუმბულები ჩანდა სცენაზე და ჩაცუცქული ვიყავი. სანტა ჭაჭით დაათვრეს და არ დაამთავრა ლაპარაკი. მაშინ განსაკუთრებით ციოდა. ფაქტობრივად შიშველი ვიდექი. ბოლოს ვიყვირე, „გაიყვანეთ ეს სანტა- მეთქი“.
ვიმღერე, სიმღერას მოვრჩი და უცებ იფეთქა რაღაცამ და ეკრანი ჩაბნელდა. ამას კიდევ მოჰყვა სხვა ამბები. ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და თამთა ჭელიჭე „მულენ რუჟიდან“ მღეროდნენ სიმღერას. ლიფტი გაიჭედა.
თამთა ჭელიძე ამბობდა, რა ბედი მაქვს, ვიწვალე, ჩავიცვი დავიხურე და მთელი ჩემი სამღერი ლიფტში ვიმღერეო. ვერიკო მაღალია, ამოდგა ფეხი და ავიდა სცენაზე. ნინო სხარტია და ახტა სცენაზე. თამთამ კი მთელი თავისი სამღერი ლიფტში იმღერა“. – იხსენებს ლელა.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები