ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ივანიშვილის შვილებიდან ერთადერთი ბერა გახლდათ, რომლის ცხოვრებაც მედიისთვის საჯაროა. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა.