შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedროგორ დარჩეთ ცოცხალი, თუ გამოქვაბულში დაიკარგეთ

როგორ დარჩეთ ცოცხალი, თუ გამოქვაბულში დაიკარგეთ

მღვიმეების გამოკვლევა, რომელიც ცნობილია, როგორც სპალეოლოგია, ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი ჰობია, თუმცა, გამოქვაბულების იზოლირებული სამყარო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ გასაოცარი, არამედ საშიში და ძალიან სახიფათო. ყველაზე გამოცდილი სპალეოლოგებიც შეიძლება დაიკარგონ ან დაზარალდნენ.

სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დარჩეთ ცოცხალი, თუ ასეთ რთულ პირობებში აღმოჩნდებით.

გამოქვაბულში შედით კარგად მომზადებული. გაიყოლეთ გამოცდილი მეგზური და იქონიეთ სპეციალური აღჭურვილობა. თავზე აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი. არასოდეს წახვიდეთ გამოქვაბულში მარტო. ყოველთვის აუცილებლად აცნობეთ ვინმეს, სად მიდიხართ და როდის აპირებთ დაბრუნებას, რათა ამ ადამიანმა შეძლოს მაშველებთან დაკავშირება, საჭიროების შემთხვევაში.

თან იქონიეთ თბილი ტანსაცმელი (პოლიპროპილენი, ან პოლიესტერი), პოლიეთილენის პაკეტი ან სამაშველო საბანი. მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმლის ყველა ფენა დამზადებული იყოს სინთეზური ქსოვილისგან. ბამბა შთანთქავს და ინარჩუნებს ბევრად მეტ წყალს, ვიდრე სინთეზური ბოჭკოები. თუ გამოქვაბულში ჩვეულებრივ ბამბის ტანსაცმელს ჩაიცვამთ, ძალიან სწრაფად გაიყინებით.

ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენი ფანარი კარგ მდგომარეობაშია. იქონიეტ სათადარიგო სინათლის წყარო და ელემენტები.

მონიშნეთ თქვენი გზა, რადგან გამოქვაბული შეიძლება იყოს ლაბირინთული სისტემის, სადაც ძალიან ადვილია დაკარგვა. მონიშნეთ ყველა გასასვლელი ცარცით, გამოიყენეთ ქვები, მიეცით მათ ისრის ფორმა, რომელიც მიუთითებს საიდან მოხვედით. დახატეთ ისარი გამოქვაბულის იატაკზეც. მიამაგრეთ ლენტები, ან დატოვეთ მანათობელი ჩხირები. გზაზე მონიშვნები არა მხოლოდ დაგეხმარებათ უსაფრთხოდ გასვლაში, არამედ მაშველებსაც დაგეხმარებათ გიპოვონ, თუ დამოუკიდებლად ვერ გამოხვალთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ დაპანიკდეთ. მშვიდად შეიმუშავეთ გეგმა უკან გამოსასვლელად.

თუ მარტო არ ხართ, არ ჩამოშორდეთ ჯგუფს. თუ სიბნელეში გადაადგილდებით, ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს და იარეთ ჯაჭვის პრინციპით.

გამოქვაბულებში ხშირად ცივა და ჰიპოთერმია ერთ-ერთი ყველაზე საშიში სიტუაციაა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. თუ თქვენ გჭირდებათ წყალში შესვლა (მაგალითად, თუ გამოქვაბული დატბორილია ან თუ გჭირდებათ ნაკადის გადაკვეთა), გაიხადეთ ტანსაცმელი, რომ არ დასველდეს. ხოლო როდესაც წყლიდან გამოხვალთ, გააშრეთ და კვლავ ჩაიცვით. თუ თქვენი ნივთები დასველდა და არ გაქვთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი, საფუძვლიანად გაწურეთ ისინი და ჩაიცვით, რომ სხეულის სითბოზე გაშრეს. შეიკრიბეთ ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს, რომ შეინარჩუნოთ სითბო და მინიმუმამდე დაიყვანოთ კონტაქტი ცივ მიწასთან. თუ ძალიან გცივათ, შეეცადეთ არ შეწყვიტოთ მოძრაობა.

გამოიყენეთ საკვები და წყლის რესურსები გონივრულად. თუ რამე მოხდა, მაგალითად, წყალდიდობა ან გამოქვაბულის ჩამონგრევა, შესაძლოა მაშველებმა თქვენამდე მოხვედრას გარკვეული დრო დასჭირდეს. ამიტომ, დარწმუნდით, რომ რაციონალურად გაანაწილეთ საკვები და გაჭიმეთ მარაგი. დარწმუნდით, რომ ყველა იღებს საკმარის წყალს, მაგრამ ნუ ეცდებით წყლის შენახვას რაც შეიძლება დიდხანს (შეინარჩუნეთ ორგანიზმი დატენიანებული მაშინაც კი, თუ არ გწყურიათ). თუ წყალი არ დაგრჩათ, შეგიძლიათ დალიოთ ის, რასაც გამოქვაბულში აღმოაჩენთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბინძურებული, ამიტომ გამოიყენეთ იგი მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება.

გაუფრთხილდით სინათლეს. გამორთეთ თქვენი ფანრები, როდესაც არ მოძრაობთ და გამოიყენეთ მხოლოდ ერთი. მიჰყევით ერთ ფანრიან ადამიანს ჯაჭვში. ჩართეთ ის ყველაზე დაბალ პარამეტრზე. დარჩით იქ, სადაც ხართ, თუ შუქი არ გაქვთ. არ იმოძრაოთ სინათლის გარეშე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ დახმარება არ მოვა. მღვიმე საშიში, არაპროგნოზირებადი გარემოა და ტრავმის რისკი ყველა სხვა საფრთხეს აღემატება. თუ იძულებული ხართ იმოძრაოთ სინათლის გარეშე, გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი