„თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით გაიზრდება“

ნინო ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
თბილისის მერიის 450 ლარიანი ფინანსური წახალისების პროგრამის შესახებ არსებული მითები და რეალობა. გაიგე, როგორ მიიღო დაფინანსება სწორი ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვრიდან 15%-ით იზრდება თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომლის ხელფასი.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 10 იანვარს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების მატებაც მოხდება.

„მინდა, ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყევტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15 პროცენტით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად, საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15%-ით მოხდეს მომატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის