რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
უახლესი სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე ამოაყენებს კითხვებს საგანმანათლებლო სისტემში ბავშვთა უფლებების დაცვის თაობაზე. განვიხილავთ ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობას.

ზამთრის მოახლოებასა და სეზონური ვირუსების გააქტიურებასთან ერთად, ბევრ ბავშვს გრიპის მაგვარი სიმპტომები და ტემპერატურის მატება აღენიშნება. ამიტომაც, საბავშვო ბაღებში სიარულს ხშირად ვეღარ ახერხებენ. ეს საკითხი მშობლებს ახლა განსაკუთრებით აღელვებთ, რადგან შიშობენ, რომ გაცდენების გამო ბავშვს ბაღიდან გარიცხავენ.

საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს დამტკიცდა და სხვადასხვა საკითხთან ერთად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის შესახებაცაა ინფორმაცია მოცემული.

რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვი ბაღიდან გაირიცხოს?

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს. ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

  • ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  • ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • გ)სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია (მათ შორის პანდემია).

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი.

#drpkhakadze  #sheniganatleba

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ra-shemthkhvevashi-gairitskheba-gatsdenis-gamo-bavshvi-baghidan-da-ra-ithvleba-gatsdenis-sapatio-mizezad/
sheniganatleba.ge
READ  გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! - ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება
TAGGED:
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network