რა შემთხვევაში დააფინანსებს მერია სწავლას

რა შემთხვევაში დააფინანსებს მერია სწავლას | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
ხელფასი - ფული

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაფინანსების ოდენობა სემესტრული ქულების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ:

90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

​70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) განისაზღვრება სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს. განცხადებების შემოტანა ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება.

 

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  თბილისის მერია სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

შენი განათლება. (2023). რა შემთხვევაში დააფინანსებს მერია სწავლას. 5 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/ra-shemthkhvevashi-daaphinansebs-meria-stsavlas/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რა შემთხვევაში დააფინანსებს მერია სწავლას [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ra-shemthkhvevashi-daaphinansebs-meria-stsavlas/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network