რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში

რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა
ფულადი დახმარება

სოციალური მომსახურების სააგენტო მარჩენალდაკარგული პირებისთვის ყოველთვიურად დახმარებას გასცემს. აღნიშნული დახმარება ენიშნებათ:

საქართველოს მოქალაქეებს;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად?

მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო და რა ოდენობით?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 194 ლარის ოდენობით;

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 172 ლარის ოდენობით;

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 157ლარის ოდენობით;

სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 150ლარის ოდენობით;

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

READ  ამ პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტებისთვის, მერია 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს - ნახეთ დეტალები

ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში – მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;

ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო – სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2023). რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში. 5 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/ra-thankha-enishneba-18-tslamde-pirs-mshoblis-gardatsvalebis-shemthkhvevashi/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ra-thankha-enishneba-18-tslamde-pirs-mshoblis-gardatsvalebis-shemthkhvevashi/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network