სკოლის კვების ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა

ირინა დათაშვილი
0 წუთიანი წაკითხვა
სკოლის კვება

ტკბილი და გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, თხილი და სხვა არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა სკოლის კვების ობიექტებში აიკრძალა.

შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტრომ დაამტკიცა. დაწესდა სკოლის კვების ობიექტის თანამშრომლებისთვის პირადი ჰიგიენის მოთხოვნები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველ დღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით და მასწავლებლებით.

#drpkhakadze  #sheniganatleba

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის