კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის.
გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.
აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.
გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+.
რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი – გია ჯაფარიძის ემოციური შეფასება
”კანდიდატის სტატუსი უკვე არის მეტი ფული ჩვენს ჯიბეში;
კანდიდატის სტატუსი ნიშნაცს სესხზე დაბალ საპროცენრტო განაკვეთს, რაც მართლა ნიშნავს იაფ ფულს და არა ის რასაც გვპირდებოდნენ 11 წლის წინ;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს მაღალ ხელფასებს;
კანდიდატის სტაუსი ნიშნავს გაზრდილ პენსიას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ჩვენს შვილებს საშუალება ექნებათ უფასოდ ან მინიმალურ ფასებში ისწავლონ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტებში;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უფრო მეტ განათლებას, დაცულობას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სტაბილური სახელმწიფო, სადაც ინვესტორს არ გაუჭირდება კაპიტალის შემოტანა დაბანდება;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, უფრო დიდ ბიუჯეტს, ძლიერ ეკონომიკას, უკეთეს თავდაცვას და რუსეთი როცა მოუნდება, მაშინ ვერ შემოიჭრება ამ ქვეყანაში, ვერ გადმოგვიწევს საზღვარს, ვერ გაიტაცებს ადამიანებს, აფხაზებს, ოსებს მოუნდებათ ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იცხოვრონ.
აი, ამ ყველაფერზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, აი ამყველაფერზე ამბობს უარს. ისინი კლავენ ჩვენი შვილების მომავალს.
გამოსავალი არის, რომ ამ ახალგაზრდებმა ეს დაინახონ.” – აცხადებს ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები