გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ოთარ იოსელიანი

89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოსელიანის ახლობლები ადასტურებენ.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958),  „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის