ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიThe Beatles: მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ბრენდი

The Beatles: მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ბრენდი

ლივერპულელ ოთხეულად“ წოდებული ბრიტანული ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა როგორც როკ-მუსიკის, ისე მთლიანად როკ-კულტურის განვითარებაში, დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება მუსიკალური კრიტიკოსებისთვის, რადგან გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილმა კოლექტივმა არა მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში შეძლო პოპულარობის შენარჩუნება, არამედ ერთ მილიარდზე მეტი ალბომი გაყიდა და ყველაზე შემოსავლიან ბრენდად იქცა მუსიკის ისტორიაში.

„ხოჭოები“

ჯგუფს, რომელიც 1959 წელს ჯონ ლენონმა შექმნა სკოლ ის მეგობრებთან ერთად თავიდან QuarryMen ეწოდა. მოგვიანებით დამწყებ მუსიკოსს პოლ მაკარტნი დ ა მისი ძველი ნაცნობი ჯორჯ ჰარისონი შეუერთდნენ, რინგო სტარმა კი, რომლის ნამდვილი სახელი რიჩარ დ პარკინ სტარკია, დრამერი პიტერ ბესტი შეცვალა. მართალია, ჯგუფმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელ ი და ჯერ Johnny and the Moon Dogs იყო, მერე კი, The Rainbows გახდა, მაგრამ საბოლოო ა რჩევანი მაინც The Beatles-ის სასარგებლოდ გააკეთა.

არავინ იცის როგორ გაჩნდა ჯგუფის სახელი, თუმცა არსებობს ვერსია, თითქოს ლენონმა, რომელსაც ძალ იან მოსწონდა მარლონ ბრანდოს შემოქმედება, სწორ ედ მისი ფილმის „ველურის“ და ეკრანული ბანდის – Beetles-ის გავლენით მოიფიქრა ჯგუფის ორიგინალური სახელი, თუმცა ახალი და სრულიად განსხვავებული მნიშვნე ლობა შესძინა ორი სიტყვის – „ხოჭოებისა“ (beetles) და „რიტმის“ (beat) გაერთიანებით.

Beatles-ის მსოფლიო დღე

1957 წლის 16 იანვარს ლივერპულში კლუბი The Cavern გაიხსნა, სადაც Beatles-ის სადებიუტო კონცერტი შედგა. მართალია, ახალბედა მუსიკოსების პირველი გამოსვლა მხოლოდ კლუბის რამდენიმე სტუმარმა მოისმინა, მაგრამ იუნესკომ სწორედ 16 იანვარი მიიჩნია ჯგუფის დაბადების დღედ, რომელიც 2001 წლიდან ოფიციალურად აღინიშნება მთელი მსოფლიოში.

„ბითლომანია“

მართალია, ბევრი თვლის, რომ ტერმინი „ბითლომანია“ პირველად 1963 წელს გამოიყენა Daily Mirror-ის მიმომხილვემა, მაგრამ სინამდვილეში ტერმინი კანადელ სენდი გა რდნერს ეკუთვნის, რომელმაც 1963 წელს, ჟურნალ Ottawa Journal-ში ს წორედ „ბითლომანია“ უწოდა „ახალ ეპიდემიას, რომელმაც მთელი სამყარო მოიცვა“.

ამერიკაში „ბითლომანია“ მარშა ალბერტის წყალობით დამკვიდრდა, რომელმაც Beatles-ის ერთ-ერთი კომპოზიციის მოსმენის შემდეგ ვაშინგტონის რადიოში დარეკა და განაწყენებულმა აღნიშნა, რომ „ამერიკაში არასდროს უსმენენ მსგავს მუსიკას“. მელომანის წუხილი დიჯეიმ გაიზიარა, რომელმაც პირველმა გაუშვა კომპოზიცია I Want To Hold Your Hand ეთერში და სწრაფად აიყოლია სხვა რადიოსადგურების წამყვანებიც.

კომპოზიციები

პირველი კომპოზიცია From Me to You, რომელმაც ბრიტანული ჩარტის ლიდერობა მოიპოვა ჯონმა ლენონმა წერილების საგაზეთო რუბრიკის From You to Us-ის შთაგონებით შექმნა ავტობუსში, ცნობილ მომღერალთან ჰელენ შაპიროსთან ერთად საკონცერტო ტურით მოგზაურობისას. ლენონისა და მაკარტნის ავტორობით შეიქმნა Rolling Stones-ის პირველი ჰიტიც I Wanna Be Your Man, რომელიც 1963 წელს გამოვიდა და ბრიტანული ჩარტის ათეულში მოხვდა. მუსიკოსებმა სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრეს კონკურენტებს საკუთარი ნამუშევარი და გარკვეულწილად ხელიც შეუწყვეს მათ წარმატებას, 1965 წელს გამოცემულ სინგლზე 12 Bar Original-ზე კი, რომელიც Beatles-ის პირველ გამოცდილებად იქცა R&B-ისა და Soul -ის ჟანრში, ჯგუფის წევრებმა პირველად იმუშავეს კოლექტიურად.

უჩვეულო ისტორია აქვს კომპოზიციას I Am the Walrus, რომელიც ლენონმა სკოლის მოსწავლის წერილის მიღების შემდეგ შექმნა. მოზარდმა დაიჩივლა, რომ მასწავლებელი Beatles-ის ლირიკის გაანალიზებას სთხოვდა, რაც საკმაოდ რთული და საშინლად მოსაწყენი იყო. ჯონი ძალიან გაახალისა პედაგოგმა, რომელიც ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯგუფის შემოქმედებას და როგორც თავად აღნიშნა, „იმდენად ჩახლართული ლექსი მოიფიქრა, რომ თვითონაც არ/ვერ მიხვდა რა თქვა“. მუსიკოსის ირონიის მიუხედავად, I Am the Walrus, რომელიც ფილმის „ჯადოსნური იდუმალებით მოცული მოგზაურობის“ საუნდტრეკში შევიდა, ბრიტანულმა ჟურნალმა New Musical Express-მა „ყველა დროის 500 უდიდესი კომპოზიციის ნუსხაში“ შეიტანა.

ჟურნალ Rolling Stone-ის „ყველა დროის საუკეთესო სიმღერების ნუსხაში’’ მოხვდა და „გრემის“ პრემია დაიმსახურა ლენონის ავტორობით შექმნილმა კომპოზიციამაც A Hard Day’s Night, რომელიც 1964 წელს დადგმული ფილმის „მძიმე დღის საღამოს“ საუნდტრეკში შევიდა. ამერიკულ ჩარტში სიმღერა 1964 წლის აგვისტოში დაწინაურდა და ორი კვირის მანძილზე შეინარჩუნა ლიდერობა, რაც უნიკალურ შემთხვევად იქცა პოპ-მუსიკის ისტორიაში, რადგან Beatles პირველი ჯგუფი გახდა, ვისმა სინგლმა და ალბომმა ერთდროულად მოიპოვა ჩარტის ლიდერობა.

სიმღერის, All You Need Is Love-ის ვოკალური პარტიების ჩაწერის შემდეგ, მუსიკოსებმა ერთგვარი ექსპერიმენტი მოაწყვეს და უჩვეულო, მათთვის ეგზოტიკურ ინსტრუმენტებზე – მაკარტნიმ კონტრაბასზე, ჰარისონმა ვიოლინოზე, ლენონმა კი, კლავესინზე სცადეს დაკვრა. ერთადერთი, ვინც საკუთარ ინსტრუმენტს უერთგულა და უარი თქვა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე რინგო სტარი აღმოჩნდა. სიმღერის პრეზენტაცია პირველი საერთაშორისო სატელევიზიო კონცერტის Our World-ის ფარგლებში შედგა 1967 წლის 25 ივნისს და BBC-ის ეთერით გადაიცა. კონცერტზე, რომელმაც 24 ქვეყანა გააერთიანა და მთელი 6 საათი გაგრძელდა, ჯგუფმა ინგლისი წარადგინა. ამასთანავე, 1999 წელს სწორედ კომპოზიციის All You Need Is Love  ფონზე გამოჩნდა ელისაბედ მეორე მილენიუმის დღესასწაულზე, 2002 წელს კი, სიმღერა გუნდის შესრულებით ბრიტანეთის დედოფლის „ოქროს იუბილეს“ ერთგვარ  მუსიკალურ გაფორმებად იქცა.

მწერლის იენ მაკდონალდის მტკიცებით, ლენონის ერთადერთ ნამდვილ და გულწრფელ ნამუშევარად – კომპოზიცია Help შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც ჯონმა Beatles-ის სწრაფი პოპულარობით განცდილი სტრესი გადმოსცა და ძალიან გააკვირვა ჯგუფის წევრები, რადგან არავინ დაიჯერა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული მუსიკოსის იმიჯის მიუხედავად, ლენონს ყოველთვის პანიკურად ეშინოდა, რომ ვერ გაამართლებდა მელომანების მოლოდინს.

ბალადა Hey Jude მაკარტნიმ ლენონის შვილს – ჯულიანს მიუძღვნა, რომელმაც მტკივნეულად განიცდიდა მშობლების განქორწინება. კომპოზიცია Let It Be კი, მართალია მუსიკოსმა ჯგუფის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე შექმნა, მაგრამ 10 წლით ადრე გარდაცვლილ დედას მიუძღვნა. მაკარტნის განცხადებით, ისევ დედა დაეხმარა რთულ სიტუაციაში, რომელიც სიზმარში მოევლინა და მარტივი ფრაზით დაამშვიდა: It will be all right, just let it be (ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დატოვე ისე, როგორც არის).

ალბომები

საოცრად მარტივი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომის Please Please Me მომზადება. მართალია, 3-წლიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფმა მოცულობითი მასალა დააგროვა, მაგრამ ალბომის ჩასაწერად 10 საათიც საკმარისი აღმოჩნდა. მე-11 სტუდიური ალბომისთვის, რომელმაც მოგვიანებით Abbey Road-ის სახელი შეიძინა, თავიდან ჯონი და პოლი ევერესტის დარქმევას გეგმავდნენ, თუმცა როცა პროდიუსერმა ქავერის ფოტოს გადასაღებად ჰიმალაის მთებში  შესთავაზა მოგზაურობა, მუსიკოსებმა ისევ ბრიტანეთში არჩიეს დარჩენა, ალბომს კი, იმ ქუჩის სახელი უწოდეს, სადაც მათი ხმის ჩამწერი კომპანია მდებარეობდა.

პიონერები

Beatles – პირველი ჯგუფია, რომელმაც ალბომის ყდის უკანა მხარეს გამოაქვეყნა საკუთარი სიმღერის Sgt. Pepper’S Lonely Hearts Club Band ტექსტი. ამასთანავე, ჯორჯ ჰარისონის ინიციატივით სწორედ Beatles-მა მოაწყო 1971 წლის აგვისტოში პირველი საქველმოქმედო კონცერტი, რასაც მალე კიდევ ერთი გამოსვლა მოჰყვა ბანგლადეშის გენოციდის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. მუსიკისა და გართობის ინდუსტრიაში პიონერებად ქცეულ Beatles-ის წევრებს არა მხოლოდ განსხვავებული შესრულების მანერა, არამედ ჩაცმის სტილიც ინდივიდუალური ჰქონდათ. პირველად სწორედ მათ მოირგეს პიჯაკები საყელოს გარეშე, რომლის შექმნაზე თავად პიერ კარდენმა იზრუნა.

„ბეჭდების მბრძანებელი“ – აუხდენელი ოცნება

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შემოქმედებით მოხიბლულ მუსიკოსებს ყოველთვის ძალიან უნდოდათ მწერლის ბესტსელერის „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღება და მთავარი როლების შესრულება. მართალია, ლენონმა სტენლი კუბრიკსაც მიმართა თანამშრომლობის სურვილით, მაგრამ რეჟისორმა ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნია შეთავაზება და ძალიან შეცდა, რადგან ათწლეულების შემდეგ სწორედ ტოლკინის ფანტასტიკურმა ისტორიამ მოუტანა მსოფლიო აღიარება პიტერ ჯექსონს.

ანალოგიური შეცდომა დაუშვეს ხმისჩამწერი კომპანიის Decca Records-ის მესვეურებმაც, როცა 1962 წელს უარი თქვეს ჯგუფის მოსმენაზე, რადგან ჩათვალეს, რომ „მუსიკოსებს არც ნიჭი ჰქონდათ, არც საკმარისი გამოცდილება“. არჩევანი კომპანიამ ჯგუფის Tremeloes-ის სასარგებლოდ გააკეთა, რაც მოგვიანებით ძალიან ინანა, რადგან გამოცდილი პროდიუსერების წინდაუხედაობა დღემდე მე-20 საუკუნის მუსიკალური სამყაროს უდიდეს შეცდომად ითვლება.

სამკურნალო ეფექტი

მეცნიერების მტკიცებით, ჯგუფის რამდენიმე კომპოზიციას, მათ შორის სიმღერებს Here Comes the Sun, Octopus’s Garden და Yellow Submarine, Hello Goodbye, Blackbird და Lucy in the Sky with Diamonds არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი აქვთ, რადგან ხალისიან განწყობას უქმნიან აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს. მეცნიერები თვლიან, რომ მსგავსი ეფექტი არა შემთხვევითი, არამედ სრულიად კანონზომიერია, რადგან ჯონ ლენონი, რომელიც დისლექსიას და ცუდ მხედველობას უჩიოდა, თვითონაც აუტისტური სპექტრის ფსიქიკური გადახრებით იტანჯებოდა.

საავტორო უფლებები

1984 წელს საავტორო უფლებები Beatles-ის სიმღერებზე აუქციონზე გაიყიდა. მართალია, მთავარ კონკურენტებად პოლ მაკარტნი და მაიკლ ჯექსონი იქცნენ, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც პოპ-მუსიკის მეფემ მოიპოვა, რომელმაც მთელი 50 მილიონი დოლარი გადაიხადა უძვირფასეს შენაძენში, თუმცა 2009 წელს უფლებები ჯგუფის შემოქმედებაზე ისევ პოლ მაკარტნის გადასცა ანდერძით.

300 ათას დოლარად გაიყიდა აუქციონზე ფირფიტა ჯგუფის წევრების ავტოგრაფებით და ჯორჯ ჰარისონის გიტარა, რომელიც 208 ათას დოლარად შეიძინა ინკოგნიტო მყიდველმა,

ბურთულიანი კალმით ღია ბარათზე დაწერილი სიმღერის A Hard Day’s Night ტექსტის ორიგინალი კი, დღეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საკუთრებაა და მუზეუმშია გამოფენილი.

The Beatles, პოპულარული მუსიკა და საზოგადოება

2009 წელს ლივერპულის ჰოუპის უნივერსიტეტში ახალი და მეტად უჩვეულო ფაკულტეტი – „ბითლზი, პოპულარული მუსიკა და საზოგადოება’’ გაიხსნა, რომელიც მსურველებს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში სთავაზობს  ჯგუფის ისტორიის გაცნობას, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, რომელიც ოთხ 12-კვირიან სემესტრად იყოფა, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს იღებენ. „მართალია, Beatles-ზე უამრავი წიგნი დაიწერა, მაგრამ არასდროს ჩატარებულა სერიოზული სამეცნიერო კვლევა, დღეს კი, როცა ჯგუფის დაშლიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ვნებებიც დაცხრა, ობიექტურად შეიძლება მისი დეტალურად განხილვა და შესწავლა’’, – აღნიშნა „პოპულარული მუსიკის’’ კურსის პროფესორმა მაიკლ ბროუკენმა.

კოსმოსური ჯგუფი

2008 წლის თებერვალში Beatles-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნად, NASA-მ  ჯგუფის ცნობილი კომპოზიციის Across the Universe ტრანსლაცია განახორციელა ღია კოსმოსში, რამდენიმე წლის შემდეგ კი, მეცნიერებმა ჯერ ჯონ ლენონის პატივსაცემად უწოდეს მთვარის კრატერს მისი სახელი, მერე ჯგუფის წევრების სახელები დაარქვეს დიდი და მცირე ზომის ასტეროიდებს.

შეთქმულების თეორია

1967 г. თითქოს პოლ მაკარტნი გარდაიცვალა. არაოფიციალური წყარო იტყობინებოდა, რომ მუსიკ ოსი ერთი წლით ადრე დაიღუპა ავტოკატასტროფაში, მ ისი ადგილი კი, ორეულმა – პოლიციის ყოფილმა თანამ შრომელმა უილიამ კემპბელმა დაიკავა. ერთი შეხედვით არასერიოზული ინფორმაცია ბევრმ ა, განსაკუთრებით კონსპიროლოგებმა დაიჯერეს, რო მელთაც უამრავი ფანტასტიკური ვერსია გამოთქვე ს და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მელომანები აი ყოლიეს. ორი წლის მანძილზე გაგრძელებულ მითქმა-მოთქმა ს საბოლოოდ წერტილი თავად მაკარტნიმ 1969 ლს, როცა ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ Rolling Stone-ს.

უარი ჯილდოზე

მართალია, 1965 წელს ელისაბედ მეორემ ჯგუფის წევრები უმაღლესი ჯილდოთი – ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ 1969 წელს ლენონმა, რომელმაც ბრიტანეთის მიერ ვიეტნამის ომის მხარდაჭერა გააპროტესტა, ჯილდო უკან დააბრუნა.

რეკორდი

10-წლიანი კარიერის მანძილზე ჯგუფმა 13 სტუდიური ალბომი და 211 კომპოზიცია გამოუშვა. ბრწყინვალე შედეგი აჩვენა Beatles-მა 1964 წლის აპრილის თვეში, როცა 12 კომპოზიციით მოხვდა Billboard Hot 100-ის ჩარტში და ერთდროულად 5 წამყვანი პოზიცია დაიკავა. რეკორდი დღემდე დაუძლეველია, მეტიც, ექსპერტების მტკიცებით, უნიკალური შედეგის გამეორებას ვერასდროს ვერავინ შეძლებს, მით უფრო, რომ ამერიკის ხმისჩამწერი ასოციაციის მონაცემებით, Beatles-მა მხოლოდ ამერიკაში გაყიდა 178 მილიონი ჩანაწერი, რაც ნებისმიერი სხვა ჯგუფის და შემსრულებლის გაყიდულ ალბომებს აღემატება. წყარო

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი