პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ გავააქტიუროთ მოსწავლეები ზამთრის არდადეგებამდე – „დრო, როცა მასწავლებელიც მზადაა სახლში გასაქცევად

როგორ გავააქტიუროთ მოსწავლეები ზამთრის არდადეგებამდე – „დრო, როცა მასწავლებელიც მზადაა სახლში გასაქცევად

უცხოელი კოლეგის პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებსა და კლასის დამრიგებლებს

ნებისმიერმა მასწავლებელმა, რომელიც მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში, იცის, რომელი კვირებია განსაკუთრებით რთული:

ესაა სასწავლო წლის ბოლო, როდესაც ყველა მზადაა სახლში გასაქცევად (მათ შორის მასწავლებლები!), გაზაფხულის არდადეგებამდე, როდესაც ყველა აღფრთოვანებულია შვებულებით და მესამე – სადღესასწაულო კვირები ზამთრის არდადეგებამდე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულია. ამ დროს კარგი მოსწავლეებიც კი მოდუნებული არიან და ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ, ყველა მოუთმენლად ელის დასვენების დღეებს.

გარდა სეზონური ყურადღების გაფანტვისა, მასწავლებლები ვალდებული არიან, რომ ხშირად დაესწრონ სკოლის ისეთ დამატებით აქტივობებს, როგორიცაა სადღესასწაულო პროგრამები და წვეულებები. გარდა ამისა, ბევრმა მასწავლებელმა უნდა დაასრულოს სახელმძღვანელოები, ფურცლომანია და ეს არ არის გასართობი აქტივობა, არც მარტივი საქმეა. მთელი ეს სიგიჟე, რომელიც ყველა იმ ოჯახურ საქმეს, ემატება, რაც პედაგოგმა დეკემბრის არდადეგებამდე თვითონ უნდა გააკეთოს იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ საბოლოოდ, შეიძლება შეგაშინოთ კიდეც წელიწადის ამ დრომ.

და სანამ მთლიანად დაკარგავ გონებას, გიზიარებთ რჩევებს, რომელიც ასეთ კვირებს გადაგატანინებთ – როგორ ჩართოთ და გააქტიუროთ თქვენი სტუდენტები/მოსწავლეები ზამთრის არდადეგებამდე.

მჭიდროდ დაიცავით თქვენი გაკვეთილის გეგმები

მთელი ამ ქაოსის ფონზე, შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, უარი თქვათ გაკვეთილის დეტალური გეგმების შექმნაზე ან თუნდაც გაკვეთილის დაგეგმვაზე. ნუ იზამთ ამას! თქვენს სტუდენტებს ახლა უფრო მეტად სჭირდებათ წესრიგი, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, არ გინდათ ზედმეტად გადაჭარბებაც და ისე არ მოიქცეთ, რომ მათი ცხოვრება შესვენებამდე „გააუბედუროთ“, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენი მოსწავლეები კვლავ დაკავებული და კონცენტრირებული არიან. შეინარჩუნეთ ისინი. დაკავებულ და აქტიურ მოსწავლეებთან ერთად მუშაობით, ეს დღეები უფრო სწრაფად გაივლის.

მე პირადად მსურს, გამოვყო დრო, რათა გადავხედო იმას, რაც ჩვენ გავიარეთ მთელი წლის განმავლობაში. არდადეგების დაწყებამდე, ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, არ არიან განწყობილნი ახალი მასალისთვის, ამიტომ ვცდილობ, ეს გამოვიყენო. მაგალითად, მე შევქმენი სასწავლო სახელმძღვანელო, რომელსაც გავდივართ როგორც კლასში, ვაძლევ მოკლე ტესტებს მომავალი შუალედური კურსისთვის მოსამზადებლად და შემდეგ შუალედურს ვაძლევ ბოლო კვირის დასაწყისში, შესვენებამდე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, რათა გააადვილოთ ამ ტიპის მიმოხილვები ან ნაკლებად აგრძნობინოთ ბავშვებს სწავლა და უფრო მეტად გართობა.

დაიმახსოვრე, მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან სწავლისთვის, როდესაც იციან, რომ მათი შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია მათ მიერ ჩადებულ ძალისხმევაზე. მათ იციან, რომ არ შეუძლიათ სრულად დათრგუნონ სწავლა, რადგან მათი შეფასების 30 პროცენტი მოდის შუალედურ შედეგებზე. მე მიყვარს გამოცდისა და შემაჯამებლების ჩატარება შესვენების ბოლოს კვირის ორშაბათს ან სამშაბათს, რადგან შემიძლია, ჩემი მოსწავლეები მაქსიმალურად დიდხანს ვატარო და „დაუნდობელი“ ვიყო. ვინ ადგენს დიდ ტესტს ზამთრის არდადეგებამდე სკოლის ბოლო დღეს მაინც და მაინც?…

განჭვრიტეთ სიგიჟე. ანუ ეცადეთ, არ გაგიჟდეთ ბოლო კვირებში და ნუ გადახვალთ რელსებიდან

ყველამ, ვისაც აქვს მინიმუმ ერთი წლის სწავლების გამოცდილება, იცის, რომ ეს ბოლო რამდენიმე კვირა სიგიჟეა. ადვილია იყო ოპტიმისტი, იმ იმედით, რომ ეს წელი გამონაკლისი იქნება. მაგრამ ეს უბრალოდ არ მოხდება! თუ მაინც მომზადებული ხართ და აღიარებთ, რომ თქვენი მოსწავლეები არადადეგებამდე აღელვებულები არიან და ისე აღარ არიან ორიენტირებულნი სასკოლო დავალებების შესრულებაზე, როგორც ადრე, უკეთესია, რადგან მათი ქცევა ამას ისედაც შეგახსენებთ.

ამავდროულად, ნუ შეცვლით თქვენი ჩვეულებრივი სწავლების რუტინას. თქვენი სტუდენტები, სავარაუდოდ, დაგისვამენ ყველა სახის კითხვას თქვენი დასვენების გეგმების შესახებ. ასევე კითხავენ, შეუძლიათ თუ არა მათ წვეულების გამართვა თქვენს კლასში. უპასუხეთ მათ, რა თქმა უნდა – ნუ იქნებით მასწავლებელი, რომელიც კლავს სადღესასწაულო სულისკვეთებას – მაგრამ დარჩით სწავლების გზაზე და გაუზიარეთ მასალა, რომლის მიწოდებაც გსურთ.

ზამთრის არდადეგებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთი გაკვეთილის პერიოდის განმავლობაში, სთხოვეთ მოსწავლეებს, გაგიზიარონ თავიანთი აზრი წარსული გაკვეთილების შესახებ და მიეცით მათ გამოხმაურებისა და უკუკავშირის საშუალება. ეს სასარგებლოა სხვადასხვა მიზეზის გამო:

  • მოსწავლეებს არ სურთ ახლა სწავლა, მაგრამ მათ ყოველთვის უნდათ აზრის გამოთქმა. ასე რომ, ეს უფრო მარტივი გზაა გაკვეთილის ნაწილის პროდუქტიულად გატარებისთვის;
  • სტუდენტებს მოსწონთ კითხვა, თუ რას ფიქრობენ და ისინი, სავარაუდოდ, უფრო გულწრფელები იქნებიან, რადგან მათ ნაკლებად აწუხებთ თავიანთი შეფასებები, როდესაც ეს საკონტროლო წერა არ არის;
  • თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მათ მიერ მოწოდებული უკუკავშირი და შეიტანოთ შესწორებები საგაკვეთილო გეგმაში მეორე სემესტრისთვის, როდესაც სასწავლო წელი თითქოს სამუდამოდ გაგრძელდება!

იყავით მოქნილი

მასწავლებლებს ყოველთვის გვეხმარება მოქნილობა, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეხება არდადეგებამდე პერიოდს. თქვენ მოგეთხოვებათ დაესწროთ ან კოორდინაცია გაუწიოთ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა სადღესასწაულო პროგრამები ან წვეულებები თქვენი კლასისთვის. თქვენს სკოლას ასევე შეიძლება ჰქონდეს ტრადიციები, როგორიცაა სადღესასწაულო წინდების დღე ან საიდუმლო სანტა. მოემზადეთ ამ ღონისძიებებისთვის, რომლებშიც თქვენი სკოლის ხელმძღვანელმა ან დირექტორმა, შეიძლება, ყველა მასწავლებელი ჩართოს.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი