თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა.
მისი თქმით, ცხოველში პიროტექნიკა სროლის ასოციაციას იწვევს, რის მიმართაც მათ განსაკუთრებული შიში აქვთ.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ის ამბობს, თუ როგორ იცავენ ამ დროს ცხოველებს.
„ცხოველებს ანტისტრესულ მედიკამენტებს აძლევენ, რაც ოდნავ ამსუბუქებს მდგომარეობას, თუმცა არ არსებობს წამალი, რომელიც ცხოველს შიშის გრძნობას გაუქრობს.
ჩვენ ვთხოვთ, საზოგადოებას, განსაკუთრებით, ვინც ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ჩვენი ცხოველებისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ეს იქნება მიუსაფარი ცხოველები, თუ გარეული ცხოველები, თუნდაც პატარა ფრინველები და ასე შემდეგ”, – ამბობს გურიელიძე.
მასალის გამოყენების პირობები