კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedრა გახდა ძაღლის დაღუპვის მიზეზი, რომელსაც გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

რა გახდა ძაღლის დაღუპვის მიზეზი, რომელსაც გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

ვეტკლინიკაში მოკვდა ძაღლი, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქში გადაიყვანეს. კლინიკა “ვეტ-მედიში”, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ ძაღლს გული გაუჩერდა.

„რამდენიმე საათში ექსპერტიზის პასუხი იქნება… ჩვენთან კლინიკურად გამოჩნდა, რომ გული გაჩერდა… ვვარაუდობთ, რომ ეს იყო თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული გულის გაჩერება“, – უთხრა კლინიკის დირექტორმა, ოთარ მენაბდემ „რადიო თავისუფლებას“.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. ის რამდენიმე საათში თბილისში გადაიყვანეს და ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა – ძაღლს თავის ქალიდან ძვლის დაზიანებული ნაწილი და ჰემატომა მოაცილეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით არის დაწყებული. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი