“საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე დისტანცირება, საკუთარი თავის შორს დაჭერა ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რომელიც არ მომწონს”, – ამბობს მომღერალი მარიკო ებრალიძე. რას ნანობს, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და რა უსაყვედურა მეუღლემ? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– …სიმღერაა ჩემი “წამალი”. ჩემი პროფესიის სახით, მხარზე თითქოს ანგელოზი მაზის და რომ მშველის, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გითხარი, პროექტის “მიმღერე” ჩაწერები ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში მიმდინარეობდა. ჩემი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი, მართლა მავიწყდებოდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. შვილი როგორ უნდა დაგავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია? მხოლოდ კონცერტის დროს მავიწყდება ყველანაირი ტკივილი. მქონდა შემთხვევა, კისერი ისეთი გაშეშებული მქონდა, გვერდზე ვერ ვხრიდი, ხელს მაღლა ვერ ვწევდი, გავედი სცენაზე და კისერიც მოვატრიალე, ხელიც ავწიე და არ მეტკინა. სცენიდან გასულს კი ისევ აუტანელი ტკივილი მქონდა, ეს ხომ სასწაულია?!
– დაბოლოს, გეტყვით…
– …ყველანი უზომოდ მიყვარხართ! წყარო
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები