ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებიისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

იმ სახლის ყველა მოსახლემ, რომელშიც ვცხოვრობდი, იცოდა, თუ როგორი მახინჯი იყო ეზოს შემოკედლებული კატა. მას მხოლოდ სამი რამ უყვარდა ქვეყანაზე: ბრძოლა არსებობისთვის, იმის ჭამა, რასაც იშოვიდა და მოფერება. ამ სამი რამის კომბინაციამ და კიდევ იმან, რომ უსახლკარო იყო, მის სხეულზე წარუშლელი კვალი დატოვა: კატას ცალი თვალი და ცალი ყური არა ჰქონდა, ხოლო მარცხენა ფეხი მოტეხილობის შემდეგ, ისეთი კუთხით შეუხორცდა, რომ როდესაც დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სადმე შეხვევას აპირებდა. კუდი კარგა ხნის წინ გაუქრა. მის ადგილზე კი, მხოლოდ პატარა წანაზარდი დარჩა, რომელიც მუდმივად მოძრაობდა.

მას თავი და მხრები მთლიანად იარებით ჰქონდა დასერილი. ნებისმიერ ადამიანი, ვინც მას ხედავდა, ამბობდა: «რა ძალიან მახინჯია ეს კატაო!..». ყველა ბავშვს, მასთან შეხება, კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული. ხოლო, უფროსები, რომ გაეგდოთ, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ და წყალს ასხამდნენ საბრალოს. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ როდესაც წყლით ასველებდნენ, ის ადგილიდან არ იძვროდა – მორჩილად იდგა და სველდებოდა, ვიდრე მწვალებელს მისი გაწუწვა არ მოჰბეზრდებოდა. ხოლო, როდესაც რამეს ესროდნენ, მიდიოდა და საკუთარ მჩაგვრელს, ფეხზე ეხახუნებოდა, თითქოს დანაშაულისთვის პატიებას სთხოვდა. ბავშვს დაინახავდა თუ არა, სასწრაფოდ მასთან გარბოდა, ხელებზე თავს უხახუნებდა, ხმამაღლა კრუტუნებდა და ამ ფორმით, მოფერებას სთხოვდა.

ერთხელ კატას მეზობლის ძაღლები დაესხნენ თავს. ღია ფანჯრიდან ძაღლების ყეფის, მეზობლის ძახილის – «ქს, ქსო!» და კატის განწირული კნავილის ხმები შემომესმა. მის საშველად მაშინვე გავიქეცი, მაგრამ როდესაც ადგილზე მივირბინე, საშინლად დაგლეჯილი, სისხლში ამოსვრილი და გორგალივით დახვეული, თითქმის მკვდარი კატა დამხვდა, რომელიც შიშისგან კანკალებდა. მის ზურგს, ფეხებს და სხეულის ქვედა ნაწილს ფორმა საერთოდ დაკარგული ჰქონდა. ჩანდა, რომ მისი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა…

ცალი თვალიდან წამოსულმა ცრემლმა, მისი შუბლი გადაკვეთა და ძირს დაეცა. ვიდრე სახლში მიმყავდა, ის ხროტინებდა და სუნთქვა უჭირდა. გავრბოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ მისთვის უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა. ის კი, ამ დროს, ყურის ბიბილოს მილოკავდა. გავჩერდი, რადგან ცრემლი მახრჩობდა და საცოდავი არსება კიდევ უფრო მეტად მივიკარი მკერდზე. მან კი, ჩემს ხელის გულს თავი შეახო, მისი ოქროსფერი თვალი ჩემკენ მობრუნდა და აკრუტუნდა! მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელ ტკივილს განიცდიდა, მხოლოდ ერთ რამეს — სულ ცოტა სიყვარულს ითხოვდა! სულ ცოტა თანაგრძნობას… და იმ მომენტში მივხვდი, რომ ხელში ყველაზე მოსიყვარულე არსება მეჭირა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ის ამ ქვეყნად, ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე ლამაზი იყო.

READ  რატომ არ სვამენ ჩინელები ცივ წყალს სინამდვილეში? - "სიცხეშიც კი არ ეკარებიან ცივ სასმელებს"

ის მანამდე მოკვდა, ვიდრე სახლში მისვლა შევძელი და მე, კატით ხელში, დიდი ხნის მანძილზე სადარბაზოში ვიჯექი…

შემდეგ, ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორ შეცვალა ერთმა უბედურმა კატამ, ჩემი წარმოდგენები სულის ჭეშმარიტ სისუფთავეზე, ერთგულ და უსაზღვრო სიყვარულზე. ხეიბარმა კატამ თანაგრძნობის შესახებ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ათასმა წიგნმა, ლექციამ და საუბარმა. და მე, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.
ადამიანების უმრავლესობას უნდა, რომ წარმატებული, მდიდარი, ძლიერი, ლამაზი იყოს. მე კი, ყოველთვის ვეცდები, რომ ისე მიყვარდეს, როგორც მას უყვარდა და ეს სიყვარული ისე გავცე, როგორც ის გასცემდა…

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.