ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თბილისი

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უფრო მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, რითაც საქართველომ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საერთო საქმეში, თუმცა, ამასთანავე, გადაურჩა კიდევ ერთ დიდ უბედურებას – ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ქართულ მიწაზე, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა. ჰიტლერს სტრატეგიული შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩრდილო-კავკასიისა და სტალინგრადის ნაცვლად, სამხრეთ კავკასია და დასავლეთი საქართველო რომ აერჩია.

1-h1-1715160327-1720252509.jpg

მართალია, აფხაზეთისა და სვანეთის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გადაურჩა ჰიტლერის საჰაერო არმადის – ლიუფტვაფეს “ხალიჩისებურ” დაბომბვას, რომელმაც ნანგრევებად აქცია სტალინგრადი თუ ლენინგრადი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე – თბილისში…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

2-h1-1715160474-1720252563.jpg

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
READ  ჰაჯი მექაში: ექვსი მიზეზი, რატომაც წელს ამდენი პილიგრიმი დაიღუპა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network