ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებიყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და...

ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის – სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

მსოფლიოს არაერთი გენიოსი ჰყავდა და ჰყავს, თუმცა მათ შორის იყო ერთი, გამორჩეული ადამიანი, რომლის მსგავსი ნიჭის პატრონი არავინ დაბადებულა. საუბარია უილიამ ჯეიმს სიდისზე, რომლის ინტელექტის კოეფიციენტიც გაოცებას იწვევს.

ალბერტ აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) დაახლოებით 160 იყო, ისააკ ნიუტონის 190, მარკ ცუკერბერგის – 152. ამ ადამიანების გენიოსობაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ სიდისის გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მეტი იყო. მისი IQ 250-დან 300-მდე მერყეობდა.

სიდისს ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანს უწოდებენ რომელსაც ოდესმე უცხოვრია. ის იყო მათემატიკოსი და ამავდროულად ლინგვისტი. ავტორია სხვადასხვა წიგნების, თუმცა სამწუხაროდ, მის შესახებ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის.

უილიამი ნიუ იორკში 1898 წელს დაიბადა. მისი მამა, ბორისი ფსიქოლოგი იყო, რომელსაც ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული, დედას მედიცინის დოქტორის ხარისხი ჰქონდა. მისი მშობლები ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ,უილიამის ნიჭი კი არ იყო ჩვეულებრივი. მას განსაკუთრებული უნარები ჰქონდა.
უილიამის მამა, ბორის სიდისი როდესაც უილიამი 18 თვის იყო, მას უკვე შესძლებია “ნიუ იორკ თაიმსის“ წაკითხვა, ხოლო 8 წლის ბიჭუნა 8 ენაზე საუბრობდა და ეს ენები თავისით უსწავლია. მან ამ ასაკში იცოდა ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული, ებრაული ენა, თურქული და სომხური, გარდა ამისა მან საკუთარი ენა გამოიგონა, რომელსაც Vendergood-ს უწოდებენ.

ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ჰარვარდში ჩააბარა. უილიამი 9 წლის იყო, როდესაც ჰარვარდში სცადა ჩარიცხვა, თუმცა არ მიიღეს, 2 წლის შემდეგ კი, 11 წლის უილიამი უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. ჰარვარდში სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში მისი ცოდნა მათემატიკაში უკვე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავადვე ასწავლიდა ლექტორებს. ბაკალავრის ხარისხი 16 წლის ასაკში მიიღო.

სიდისის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ მალე საქვეყნოდ გახდა ცნობილი და პოპულარობა მოიპოვა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდად არ ხიბლავდა ეს. ახალგაზრდა უილიამმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ინტერვიუს დროს უთხრა, რომ მას “სრულყოფილად“ ცხოვრება სურდა, ასეთი ცხოვრება კი მისი აზრით მაშინ ექნებოდა, თუ განმარტოვებით იცხოვრებდა. ასევე მან თქვა, რომ არ დაქორწინებოდა, სანამ რომელიმე ქალი თავად არ სთხოვდა ქორწინებას.

READ  იცოდით, რას წერდა ქრისტეფორე კოლუმბი საქართველოზე? - მოგზაურის ჩანაწერები, რომლებიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო

აღსანიშნავია, რომ მისი მამა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებდა შვილის აღზრდის დროს იმისთვის, რომ ინტელექტს განსაკუთრებული შედეგი ჰქონოდა. როდესაც უილიამი გაიზარდა, თვლიდა, რომ მამას არასწორი მიდგომები ჰქონდა და თავისი ცხოვრების არასწორად წარმართვაში მას ადანაშაულებდა 1923 წელს ბორისი (უილიამის მამა) გარდაიცვალა, უილიამი მის დაკრძალვასაც კი არ დაესწრო.

გენიოსი სიღარიბეში ცხოვრობდა და მისი სამსახური არ იყო მაღალანაზღაურებადი. კლერკად მუშაობდა, თუმცა საზოგადოებაში მაინც ცნობილი იყო და პრესა ყოველთვის ინტერესდებოდა მისი პერსონით. 1924 წელს რეპორტიორებმა აღმოაჩინეს, რომ უნიჭიერეს ადამიანად აღიარებული ბიჭი კვირაში მხოლოდ 23 დოლარს გამოიმუშავებდა და გაზეთების სტატიების მთავარ გვერდზე სათაურებად სწორედ ეს ამბავი გამოატანეს. მას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ინტელექტმა ძალა დაკარგა და რომ აღარ ისეთი ჭკვიანი, როგორც ბავშვობაში. თუმცა ეს არ იყო მართალი.

უილიამმა მრავალი ღირებული წიგნი დაწერა მათემატიკისა და ლინგვისტური საკითხების შესახებ, მაგრამ არ იყენებდა თავის სახელს და სხვადასხვა ფსევდონიმით წერდა. სიდისი სოციალისტი იყო. ის 1919 წელს ბოსტონში, სოციალისტთა მიერ გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის დააკავეს და 18 თვე ციხეში გაატარა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უილიამი განმარტოებით ცხოვრობდა. მოშორებული იყო ოჯახს და ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსოფლიო შეეცვალა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, როგორც “არავინ”. გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა გახდა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.