ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იტა­ლი­ე­ლი რე­ნე­სან­სის პე­რი­ო­დის ოს­ტა­ტის, ტი­ცი­ა­ნის ორ­ჯერ მო­პა­რუ­ლი შე­დევ­რი, რო­მე­ლიც ერთხელ ლონ­დო­ნის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე პლასტმა­სის პარკში გახ­ვე­უ­ლი იპო­ვესახ­ლა­ხან, აუქ­ცი­ონ­ზე 22,3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ტი­ცი­ა­ნის ნა­ხა­ტი: The Rest on the Flight into Egypt (შეს­ვე­ნე­ბა ეგ­ვიპ­ტის­კენ ფრე­ნი­სას) ლონ­დო­ნის კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და 17,5 მი­ლი­ონ ფუნ­ტად, რაც 22,3 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია. ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი ამ მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის, რო­მელ­საც აუქ­ცი­ონ­ზე მი­უღ­წე­ვია“, – ნათ­ქვა­მია Christie- ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტი­ლო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია იესო, მა­რი­ა­მი და იო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეგ­ვიპ­ტის­კენ გა­ე­შურ­ნენ, მას შემ­დეგ რაც გა­ი­გეს, რომ იუ­დე­ის მეფე ჰე­რო­დეს ახალ­გაზ­რდა ქრის­ტეს მოკ­ვლა სურ­და და მათ გზა­ზე შე­ის­ვე­ნეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნა­ხა­ტი ტი­ცი­ა­ნის ზო­გი­ერთ მა­სი­ურ ნა­მუ­შე­ვარ­თან შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის არის და 46,2 სან­ტი­მეტ­რი x 62,9 სან­ტი­მეტრს შე­ად­გენს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ზე­თის ტი­ლო­ზე შეს­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია აქვს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ის სხვა­დას­ხვა ევ­რო­პე­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბის ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. 1809 წელს კი, საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის დროს ვე­ნის ჯა­რებ­მა შე­დევ­რი გა­ი­ტა­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ხა­ტი პა­რიზ­ში აღ­მოჩ­ნდა. 1815 წელს ვე­ნა­ში და­აბ­რუ­ნეს და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

1995 წელს ის მო­ი­პა­რეს ლონ­გლე­ი­ტი­დან და შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, სა­ნამ ტილო ლონ­დო­ნის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე, პო­ლი­ე­თი­ლე­ბის პარკში გახ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვით არ იპო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის დე­ტექ­ტივ­მა ჩარლზ ჰილ­მა.

ტი­ცი­ა­ნი (ტი­ცი­ა­ნო) ვე­ჩე­ლი XVI სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის ვე­ნე­ცი­უ­რი სკო­ლის წამ­ყვა­ნი ხე­ლო­ვა­ნი იყო. ის და­ი­ბა­და იტა­ლი­ის პრო­ვინ­ცია პი­ე­ვე-დი-კა­დო­რე­ში და გარ­და­იც­ვა­ლა ვე­ნე­ცი­ა­ში.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
READ  უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network