ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დედაქალაქში, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა. სტუმრებს 23 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ საახალწლო განწყობა შეექმნათ. ყოველდღე, დღის თორმეტიდან ღამის ათ საათამდე, საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის: ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო სპექტაკლი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზბენდის მუსიკალური გამოსვლა და სხვა.

საღამოობით წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბენდის, ვოკალისტის, ჯგუფისა და ანსამბლის კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის დღეს დიჯეი ელექტრონული მუსიკით ასრულებდა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

READ  რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, რომელიც მობილობით სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე გადადის
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის