ლეგენდარული ენცო ფერარის მთავარი ბიოგრაფიული ფილმი კინოთეატრებში მალე გამოვა. ადამ დრაივერის Ferrari ასახავს იტალიელი საავტომობილო ლეგენდის ცხოვრებას 1950-იანი წლებში.
მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული გამოწვევებისა, Ferrari-ს ბოსმა შექმნა ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებული გუნდი, ასევე ცნობილი საავტომობილო მარკა, რომელიც სიმდიდრისა და უზარმაზარი გლობალური სავაჭრო იმპერიის სინონიმი იყო.
Ferrari – დაბადება და იდეა
ლეგენდარული ენცო ფერარის მთავარი ბიოგრაფიული ფილმი კინოთეატრებში მალე გამოვა. ადამ დრაივერის Ferrari ასახავს იტალიელი საავტომობილო ლეგენდის ცხოვრებას 1950-იანი წლებში.
მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული გამოწვევებისა, Ferrari-ს ბოსმა შექმნა ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებული გუნდი, ასევე ცნობილი საავტომობილო მარკა, რომელიც სიმდიდრისა და უზარმაზარი გლობალური სავაჭრო იმპერიის სინონიმი იყო.
Ferrari – დაბადება და იდეა
ენცო ანსელმო ფერარი 1898 წლის თებერვალში მოდენაში დაიბადა. როგორც ამბობენ, ალფრედო ფერარის და ადალგისა ბისბინის მეორე შვილი, ენცო ამტკიცებდა, რომ იგი დაიბადა 18 თებერვალს – ძლიერი თოვლის დროს, რამაც მამამისს ბავშვის დარეგისტრირებაში ხელი შეუშალა. ამიტომ ენცო 2 დღის შემდეგ დაარეგისტრირეს. სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ მისი დაბადების თარიღი 20 თებერვალია.
პატარა ენცოს მამას ჰქონდა დიდი მექანიკური სახელოსნო (ახლანდელი მუზეუმი), რომელიც კარგ შემოსავალს იღებდა, ხოლო დედამისი მდიდარი ოჯახიდან იყო. გარდა ამისა, ფერარის ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო მოდენაში, ვინც ფლობდა ავტომობილს, ფრანგულ De Dion-Bouton-ს, რომელიც ალფრედომ 1903 წელს შეიძინა.
ითვლება, რომ სწორედ ამ მანქანამ გაუჩინა ენცოს ცხოვრებისეული გატაცება ავტომობილის მიმართ. 1915 წელს, 17 წლის ასაკში, მან გადაწყვიტა გამხდარიყო მრბოლელი.
თუმცა 1916 წელს ტრაგედია მოხდა, როდესაც ენცოს მამა და ძმა, ორივე გრიპის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა მრბოლელს მოუწია მისი ოცნებებისთვის გადაეხედა და საკუთარი თავი ოჯახისთვის დაეთმო. შედეგად უკვე ოჯახის მთავარმა მარჩენალმა, ენცომ სამუშაო მოდენას სახანძრო სამსახურის სახელოსნოში ინსტრუქტორად იპოვა. 1917 წელს ის იტალიის ჯარში გაიწვიეს, თუმცა მალევე მძიმედ დაავადდა ესპანური გრიპით.
სიცოცხლისთვის ბრძოლის შემდეგ, ენცო ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და გადაწყვიტა ისევ მის მიზნებს დაბრუნებოდა: მას სურდა ისევ გამხდარიყო მრბოლელი.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი გადავიდა ტურინში, სადაც ცდილობდა Fiat-ში დაეწყო მუშაობა. თუმცა ენცომ ტურინსა და მილანს შორის ნაწილების მიწოდების ვაკანსია იპოვა.
ახალი აღმოჩენილი კავშირების წყალობით, ენცომ 1919 წელს მილანის ავტომწარმოებელ Costruzioni Meccaniche Nazionali-ში (CMN) საცდელ მძღოლად დაიწყო მუშაობა.
ურყევად ამბიციური და დაჟინებული 21 წლის ახალგაზრდა CMN-ის უფროსებზე შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, სწრაფად დააწინაურეს მრბოლელად.
მისი დებიუტი 1919 წლის ოქტომბერში, იტალიის პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სპორტულ ღონისძიებაზე, პარმა-პოჯიო დი ბერჩეტოს ბორცვზე შედგა, სადაც თავის კლასში მეოთხე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი დაიწყო ავტომობილის მართვა Alfa Romeo-სთვის და პირველი რბოლა Circuito del Savio-ზე 1923 წელს მოიგო.
ამ ტრიუმფის შემდეგ, 25 წლის ახალგაზრდა შეხვდა გრაფს და გრაფინია ბარაკას, რომლებმაც თავიანთი ვაჟი ფრანჩესკო ბარაკა, პირველ მსოფლიო ომში დაკარგეს. მათ ენცოს დაღუპული გმირის ცხენის ემბლემა გადასცეს, რის შემდეგად Ferrari-ს ლოგოს იდეა დაიბადა.
პირველი რბოლის მოგებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ენცომ მდიდარი მილანელი ოჯახის შვილზე, ლაურა დომინიკა გარელოსთან იქორწინა.
1929 წელს კი ოფიციალურად დააარსა ინჟინრებისა და მძღოლების საკუთარი გუნდი Scuderia Ferrari.
ენცო დაჰპირდა თავის მეუღლეს, რომ უარს იტყოდა სარისკო სპორტზე, როგორც კი მათ შვილი შეეძინებოდათ. ავტომობილის მაესტრომ სიტყვა შეასრულა და 1931 წელს, როდესაც ლორამ უთხრა, რომ ორსულად იყო, რბოლა დატოვა. მათი საყვარელი ვაჟი ალფრედო 1932 წლის იანვარში დაიბადა.
თავისი პირველი სარბოლო მანქანა, 1500cc Vetturetta კლასის ოპონენტი Alfa Romeo-სთვის ენცომ 1937 წელს დააპროექტა. ამასობაში Scuderia Ferrari დაიშალა.
Alfa Romeo-ს ტექნიკურ დირექტორთან Wifredo Ricart-თან დაპირისპირების შემდეგ, ენცო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კომპანიამ უხვად გადაუხადა კომპენსაცია.
სამსახურიდან გათავისუფლებიდან ენცო დაბრუნდა მოდენაში და Ferrari -ის წინამორბედი მისი პირველი ავტოკომპანია დააფუძნა. 1940 წელს კომპანიამ თავისი პირველი მანქანა Tipo 815 გამოუშვა, რომელიც გადაყრილი Fiat მანქანების ნაწილების გამოყენებით შექმნეს. წყარო