იცოდით, რატომ ეკავა ჩანთა მუდამ ხელში ინგლისის დედოფალს?

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ბუკინგემის სასახლის წევრებს, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სამეფო ბიოგრაფის, სალი ბედელ სმიტის თქმით, დედოფალს ყოველთვის თან ჰქონდა სარკე, პომადა, კალამი, ზარაფხანა და კითხვისთვის საჭირო სათვალე ჩანთაში. კვირაობით კი მას თან მიჰქონდა რამდენიმე ლამაზად დაკეცილი კუპიურა ეკლესიის შესაწირისთვის. თუმცა, დედოფალს ჩანთა ამ პირადი ნივთების გამო არ სჭირდებოდა.

ყველაზე ხშირად, მისი უდიდებულესობის აქსესუარი გამოიყენება როგორც ერთგვარი მაჩვენებელი – ჩანთა და ის მას სულ თან ჰქონდა: დედოფალი გადასცემდა სიგნალებს თანამშრომლებს ამა თუ იმ ოფიციალური ღონისძიების დატოვების სურვილისა და სხვა მიზეზების.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუ საუბრის დროს დედოფალს ჩანთა გადაჰქონდა ერთი ხელიდან მეორეზე, მაშინ ამით ანიშნებდა პერსონალს, რომ იგი მზად იყო დაესრულებინა მიმდინარე საუბარი. თუმცა, თქვენ ვერც კი შეამჩნევდით ამ ჟესტს – ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ისე ტექნიკურად. მაგალითად, ვიღაც მოვიდოდა პერსონალიდან ამ დროს და ეტყოდა: „ კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ძალიან სურს თქვენთან შეხვედრა“ და ა.შ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თუ დედოფალი სადილზე თავის ჩანთას მაგიდაზე დადებდა, ეს ნიშნავდა, რომ მას სურდა ღონისძიება დასრულებულიყო მომდევნო 5 წუთში.

ჩანთის იატაკზე დადებით მისი უდიდებულესობა ანიშნებდა, რომ საუბრით საერთოდ ვერ იღებდა სიამოვნებას და ქალბატონს „გადარჩენა“ სურდა.

მაგრამ ყველაზე დრამატული ჟესტი არის ბეჭდის ტრიალი, რომელიც მიანიშნებდა, რომ პერსონალს დაუყოვნებლივ უნდა “გადაერჩინა” მისი უდიდებულესობა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. იცოდით, რატომ ეკავა ჩანთა მუდამ ხელში ინგლისის დედოფალს? [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  შეიძლება თუ არა, ოქრო არაფრისგან შევქმნათ? — მათემატიკური პარადოქსი ფიზიკის წინააღმდეგ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network