„აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი თბილისის ბაგა-ბაღებში 50%-ია“

ნინო ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
უახლესი სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე ამოაყენებს კითხვებს საგანმანათლებლო სისტემში ბავშვთა უფლებების დაცვის თაობაზე. განვიხილავთ ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

„სადღესასწაულო პერიოდისა და სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, აღსაზრდელთა დასწრება ბაღებში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ორი დღის მონაცემებით, ბავშვთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი 50%-ია, რაც ამ პერიოდისთვის დამაკმაყოფილებელი მონაცემია.

ბაგა-ბაღები, ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინებით სარგებლობენ.

„ყველა ბაღში მუშაობს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომლის მოვალეობაში შედის აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ვირუსული ინფექციების სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში აღსაზრდელი არ დაიშვება საბავშვო ბაღში. პრევენციის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ასევე სააღმზრდელო ჯგუფების განიავება და ზედაპირებისა და ინვენტარის დასუფთავება სველი წესით.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„გარდა ამისა, სააღმზრდელო მეთოდოლოგია ითვალისწინებს აღსაზრდელებისათვის ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას (ხელების დაბანა, დახველება-დაცემინებისას მოქცევის წესი და ა.შ.). აღნიშნულ კომპლექსურ მიდგომებთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა ბავშვების ჯანმრთელობის კონტროლის რუტინაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდა.

წყარო: 1tv.ge

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის