საჯარო სკოლებში ტექნიკური პერსონალის, დამლაგებლის, დარაჯის სახელფასო ზრდაზე განათლების მინისტრმა ახალი ინფორმაცია გამოაცხადა

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება იმდენად მიზერულია, “უხერხულიც არის ამაზე საუბარი”. ამის თაობაზე მან საკანონმდებლო ორგანოში დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა და სკოლის ტექ-პერსონალის, დამლაგებლებისა და დარაჯის ხელფასების მატების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაცხადა.

როგორც მინისტრისგან გავიგეთ, სკოლების ნაწილში ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ით, ხოლო მეორე ნაწილში 40 პროცენტითაც გაიზრდება. ასეთი დაყოფა კი მინისტრმა შემდეგნაირად ახსნა:

“რაც შეეხება ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებელი, ტექნიკური პერსონალი, დარაჯი… მე ვიცი, რა ხელფასიც აქვთ და უხერხულიც არის ამაზე საუბარი. დღევანდელ პირობებში, ის ანაზღაურება, რომელიც არის… და ჩვენ უკვე მოაზრებული გვაქვს 2024 წლის ბიუჯეტში, იმ [დაანონსებული] ზრდის ფარგლებში. ის, რაც ვთქვათ არის, რომ სკოლის ადმინისტრაციას, ანუ დირექტორებს, მოადგილეებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს 10%-ით ისედაც ეზრდებათ ანაზღაურება, მაგრამ ამ ნაწილში მინიმუმ 20%-იან ზრდას გავაკეთებთ, ოღონდ იმ გაზრდილ პირობებშიც კი, არის სკოლები, სადაც 160-170 ლარია ჩვენდა სამწუხაროდ ხელფასი და იქ, შეიძლება, 40%-იანი ზრდაც გავაკეთოთ. მაგრამ იქ, სადაც დიდი სკოლებია და ანაზღაურება ოდნავ მეტია, მინიმუმ 20%-იან ზრდას ვფიქრობთ და არა 10%-იანს.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

“ამიტომ, აქვე შემიძლია ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება 2024 წელში ტექნიკურ პერსონალს ექნება და ექნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს არის 10%, როგორც ყოველთვის. ამაზე სრული მზაობა გვაქვს და მოაზრებული გვაქვს ბიუჯეტში”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა 28 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ის დეპუტატების წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. საჯარო სკოლებში ტექნიკური პერსონალის, დამლაგებლის, დარაჯის სახელფასო ზრდაზე განათლების მინისტრმა ახალი ინფორმაცია გამოაცხადა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/sajaro-skolebshi-teqnikuri-personalis-damlageblis-darajis-sakhelphaso-zrdaze-ganathlebis-ministrma-akhali-inphormatsia-gamoatskhada/
sheniganatleba.ge
READ  31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლა 2025-2026 სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network