საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა “სიმონ” და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან?

საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა “სიმონ” და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან? | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებნ სიტყვა “სიმონ”-ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა “სიმონ” არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა “სიმონ” მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესიების ნგრევა საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა, თუმცა მალევე ჩეკისტებმა შეიპყრეს და აწამეს.

წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ, “გტკივა სიმონ?”, “არა სიმონ”, “აბა ახლა რას იტყვი სიმონ?”. სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა “სიმონ”-ზე.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა “სიმონ” და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან?. 3 აპრილი, 2026. https://sheniganatleba.ge/საიდან-მოდის-ქუთაისელები/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა “სიმონ” და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან? [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  რისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული - დეტალები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network